x
image
ხატია გელბრეიტი
პარიზულმა მუზეუმმა ნუდისტებს უმასპინძლა

image

პარიზში არსებულმა თანამედროვე ხელოვნების გალერეამ, Palais de Tokyo-მ 5 მაისს საშუალება მისცა სტუმრებს ექსპონატები ტანსაცმლის გარეშე დაეთვალიერებინათ.


მანამ, სანამ მუზეუმის დერეფნებში სკულპტურებითა და ნახატებით დატკბებობდნენ, ვიზიტორებმა ტანსაცმელი გასახდელში ჩააბარეს.მოულოდნელი შეხვედრების თავიდან ასაცილებლად ეს ვიზიტი მუზეუმის ოფიციალურ გახსნამდე შედგა . ხელოვნების ნამუშევრების სიღრმისეულად გაგებაში კი ნუდისტებს გალერეას ჩაცმული თანამშრომელი ეხმარებოდა.


შიშველმა სტუმრებმა ადგილობრივ გამოცემა Le Parisien-ს განუცხადეს, რომ მიღებული გამოცდილებით ნასიამოვნები დარჩნენ. “ ატმოსფერო ძალიან სასიამოვნო იყო .მიუხედავად ამისა, თავიდან ცოტათი უხერხულობა იგრძნობოდა. თუმცა, შიშვლად ყოფნა ხელოვნების სულ სხვანაირად გაგების საშუალებას გაძლევს.’’image

საფრანგეთში დაახლოებით 2, 6 მილიონი ნუდისტია, ხოლო პარიზში არსებობს აქტიური ნუდისტთა ასოციაცია. პარიზელ ნატურისტებს ბანაობა Roger Le Gall-ის საცურაო აუზში შეუძლიათ. მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ გაერთონ ნუდისტური სავარჯიშო კლასებითა და ბოულინგით.


დრო გვიჩვენებს, გაუღებენ თუ არა სხვა პარიზული მუზეუმებიც კარებს შიშველ სტუმრებს- შესაძლებელია, დიდი დრო არც კი დარჩა იქამდე, როცა ლუვრში მონა ლიზას დათვალიერება ტანსაცმლის გარეშე იქნება შესაძლებელი.


წყარო: CNN


0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0