x
მეტი
  • 21.06.2018
  • სტატია:78017
  • ვიდეო:330771
  • სურათი:433967
მოდური ფერის ტონები და შეღებვის ტექნიკა მოკლე თმაზე

image

imageთმის ხელოვნური შეღებვით, ყველაზე ჩვეულებრივი ვარცხნილობის გალამაზება არის შესაძლებელი. ხან ისეც ხდება, რომ ქალბატონები ვარცხნილობის შეცვლისთვის მზად არ არიან (ზოგი ერთი ვარცხნილობით თითქმის მთელ ცხოვრებას ატარებს), მაგრამ ფერის შეცვლაზე ადვილად თანხმდებიან.

არსებობს მოკლე თმის შეღებვის უამრავი ტექნიკა და მეთოდი. ყოველი მათგანის გამოყენება ძირითადი აქცენტების განსაზღვრით ხდება. თმის ფერი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ადამიანის გარეგნობას. მთავარია, ისეთი სტილისტის შერჩევა, რომელიც სწორედ შეარჩევს საღებავის ფერს და შეღებვის ტექნიკას.


imageimageimageimageimageimageimage

image“ჩოლკის" გამოყოფა


ზაფხულის სეზონზე მოდაში ჩოლკის გამოყოფა, მისი, თმის ძირითად ფერთან შედარებით, კონტრასტული, განსხვავებული ფერით შეღებვა არის. რაც ძალიან მოსახერხებელია: თმის ფერის შეცვლა პატარა ნაწილზე უპრობლემოდ შეიძლება და ასეთი ტექნოლოგიით, არც თმა და არც თმის ძირები ზიანდება.

არ შეიძლება იმის ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ შეღებილი ჩოლკა – მხოლოდ ახალგაზრდული სტილია. ჩოლკის შეღებვისას, თმის ძირითად და ჩოლკის ფერებს შორის, მკვეთრი კონტრასტის შექმნა აუცილებელი არ არის. სახესთან თმის ფერის შეცვლა 2-3 (ღია ან მუქი) ტონით შეიძლება, რაც თმას დამატებით, ვიზუალურ მოცულობას ანიჭებს, ხოლო ასეთი ვარცხნილობის პატრონი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხვდება.


imageimageimageimageimageimage

imageწითელი ტონები ისევ აქტუალურია


რამდენიმე სეზონის წინ, ქალბატონების ერთი ნაწილი თმას წითელი ფერის მუქი ტონებით (ალუბლი, ბადრიჯანი, მუქი ბორდო) იღებავდა. რაც შეეხება ამ სეზონს, წითელი ისევ მოდაშია, მაგრამ უფრო თამამი ტონები: ღია ვარდისფრით დაწყებული - კაშკაშა ბორდოსფრით დამთავრებული. მეტამორფოზის ყველაზე მოკრძალებული მოყვარულიც კი შეძლებს, ამ ფერთა პალიტრიდან, თავისთვის შესაფერისი ფერის არჩევას.



imageimageimage

imageორი ტონიimageორი ტონი და მკვეთრი გამყოფი ხაზი – კიდევ ერთი ხერხია თმისთვის დამატებითი ვიზუალური მოცულობის მისანიჭებლად. არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ: შეიძლება ეს ორი ტონი ნაკლებად კონტრასტული იყოს ან პირიქით, - მეტისმეტად კონტრასტულიც კი.


imageimageimageimageimageყვავის ფრთის ფერი


მუქი ფერი სახეს უფრო მეტყველს ხდის და მის ნაკვთებს მკვეთრად წარმოაჩენს. ამიტომ, ასაკოვანი ქალბატონებისთვის ასეთი ფერი ნამდვილად არ არის რეკომენდებული, – მუქი ფერის თმაზე, ნაოჭები უფრო შესამჩნევი ხდება. გარდა ამისა, ეს ფერი ხაზს უსვამს ადამიანის ფერმკრთალობას. ამიტომ, ვიდრე შავად ან მოლურჯო-შავად შეიღებავთ თმას, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა პროფესიონალს.



imageimageimageimageimageგაზრდილი თმის ძირები


ასეთი ვარცხნილობა ძალიან პრაქტიკულია, რადგან თმის რეგულარულად ღებვა საჭირო არ არის. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ღებვის აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება, მხოლოდ ბუნებრივად მუქი თმის მქონე ქალბატონებს შეუძლიათ.


imageimage

image ბალიაჟი მოკლე თმაზე


თმის ღებვის ომბრეს და ბალიაჟის ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ ბუნებრივად მუქი ფერის თმაზე შეიძლება. მაგრამ, თუ ომბრე (ერთი ფერის რამდენიმე ტონალობის საღებავით გრადიენტული გადასვლა. ამასთან თმის ძირები, გარკვეულ სიგრძეზე შეუღებავი რჩება და ღია ფერის საღებავით ხდება თმის თანდათანობით გაღიავება) მხოლოდ გრძელ თმაზე კეთდება, ბალიაჟის ტექნოლოგიის გამოყენება მოკლე თმაზეც შეიძლება.

ბალიაჟი ერთი ფერის განსხვავებული ტონალოის რამდენიმე საღებავით კეთდება და მთავარი ფერების სწორედ განაწილება არის. ამ სეზონზე ბალიაჟისთვის პოპულარული იქნება: კარამელის, თაფლის და ნაღების ფერთა ტონალობები.



imageimageimageimageimageimage

imageპასტელური ტონები


ღია ფერის საღებავებიდან, მოდაში თბილი ტონალობა არის. თუმცა, ცივ ფერებს შორისაც შეიძლება საკუთარი ფერის პოვნა. ღია და ფერმკრთალი კანის ქალბატონებისთვის ნებისმიერი ფერის პასტელური ტონალობაა რეკომენდებული, ხოლო მუქი და გარუჯული კანის შემთხვევაში, განსაკუთრებით ეფექტური, რძიანი ყავის ტონალობები იქნება.


imageimageimageimageimageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageგამაახალგაზრდავებელი ვარცხნილობები, 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის
ცხელი სეზონის 6 ვარცხნილობა, რომელიც თქვენს გარეგნობას მდიდრულ იერს შესძენს
2018 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობა
წარმოუდგენელი გარდასახვა. მხოლოდ თმა შეიჭრეს და ....

0
267
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0