x
image
რუსუდან ნადირაშვილი
რომელი ქვეყანა აძლევს მოქალაქეობას ისე, რომ იმ სახელმწიფოს ენა არ იცოდე?
image


2005-13 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების 53 067 ფაქტი დაფიქსირდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 9 626 პირს საქართველოს მოქალაქეობა 2013 წელს, პრეზიდენტობის ბოლო თვეში მიანიჭა. დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ინტერესდება, სხვა რომელი ქვეყანა ანიჭებს მოქალაქეობას, თუკი მსურველმა სახელმწიფო ენა არ იცის?


image
„მეგობრებო! ვიცი რომ ბევრი ემიგრანტი ხართ ჩემს სამეგობროში, გთხოვთ მიპასუხოთ, რომელიმე ქვეყანა აძლევს მოქალაქეობას ისე, რომ იმ სახელმწიფოს ენა არ იცოდეს?“ - წერს ტომარაძე.


.

საკითხს უამრავი მოქალაქე გამოეხმაურა. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს:

.

Tskhoidze Nino : გერმანიაში ასაკოვანმა ქართველმა ქალმა 13 წლის შემდეგ რომ ჩააბარა ენის გამოცდა და სამშობლოში წამოსვლის უფლება მიიღო, სიხარულისაგან ძილში გული გაუჩერდა და ჩამოასვენეს... აქ ყველაფერი იოლად უნდათ“...


Mzia Khabeishvili : იტალია არ აძლევს ენის ცოდნის გარეშე


Makvala Lasareishvili : საბერძნეთში ვარ, ..20 წელია ელოდებიან და მგონი ახლა გამოვიდა კანონი მაგრამ გამოცდებია გასავლელი, ქვეყნის ისტორია აუცილებელია და ენა თავისთავად აბა ისე ხომ ვერ ჩააბარებ.


შორენა თეთრაული: არა. ამერიკა არანაირად. ენა აუცილებელია, წერა და კითხვაც. ქვენის ისორია და კონსტიუციის ძირითადი ნაწილის ცოდნა. მოქალაქე ვარ და ასე ჩავაბარე


Lika Kobalia: ავსტრია მაგ.არა მარტო ენას მისი ისტორიის საფუძვლიან ცოდნას გთხოვს.მეტად საყურადღებოა ამ მხრივ ისრაელის მაგალითი.


Cisana Iobidze : არა, იტალიაში ეს არ ხდება! გამოცდაა ჩასაბარებელი, რომელიც არც ისე ადვილია. დღეს ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდა. ახალი ხელისუფლება გეგმავს 600 000 ემიგრანტის დეპორტაციას.


Inga Schneider: ბ-ნო ზვიად, გერმანიაში ენის საკმარისი ცოდნაც სავალდებულოა და კანონებისა თუ აქ არსებული საზოგადოებრივი წესრიგისა. ტარდება გამოცდა, რომელიც მინიმუმ 255 € ღირს, ენის ტესტი კი ცალკე 100 €. გამოცდისთვის დასამუშავებელი კითხვები 300ს აღემატება. თუ დაგჭირდებათ დაწვრილებითი მონაცემები, გითარგმნით და გამოგიგზავნით.


Natia Chaladze: რა სახელმწიფო ენაზეა საუბარი ...ისრაელი ხელს არ მოგაწერინებს გათხოვების შემთხვევაში თუ ამათი რჯული არ მიიღე და წელიწადის მერე ამ კუთხით გამოცდა არ ჩააბარე... სახელმწიფო სამსახურშიც არ მიგიღებენ, მოქალაქეობაზე ხომ საუბარი ზედმეტია!


Keti Gigashvili : საბერძნეთში. გამოცდას აბარებ ისტორიასა და ენაში, თუ ვერ ჩააბარებ არ მოგცემენ მოქალაქეობას.


Natia Tugushi : იტალიაში მოქალაქეობია მიღება შეიზღუდა.სავალდებულოა გადასახადების გადახდა (ე.ი. უნდა მუშაობდე), 10 წლიანი უწყვეტი ჩაწერა, ენის ცოდნა, ისტორიის და ა.შ.


Tskhoidze Nino : არამც თუ მოქალაქეობას, მაგალითად, ფრანგულ X ფაქტორშიც ვერ გადავა მეორე ტურში, თუ ფრანგულად კარგად არ ლაპარაკობს! იყო ეს შემთხვევაც...ქართველი მომღერალი, რომელიც დიდი ხანია პარიზში ცხოვრობს, როცა ფრანგულზე უკეთ ინგლისური იცოდა, მეორე ტურში ვერ გადავიდა...


თამილა ლისკე: არ უნდა მაგას ემიგანტობა არანაირად..გერმანიაში b1დონის სერტიფიკატი უნდა გქონდეს და ისტორია გერმანიის(მოცემულია რაა აუცილებელი), ამის გარეშე გამორიცხულია


ელიზა აბელაშვილი: ამერიკაში მხოლოდ ენა კი არა, შტატების ისტორიის მოკლე კურსის ცოდნაცაა აუცილებელი მოქალაქეობის მისაღებ გასაუბრებაზე


ვოვა ძოწენიძე: შტატებში გამოცდაა. ისტორიის ცოდნას ითხოვენ და გამართულ წერაკითხვას. არსებობს გამონაკლისები თუ მიიტან სამედიცინო დასკვნას რომ გონებრივად სუსტი ხარ.


David Khundadze: კანადაში არ აძლევენ. ან ინგლისური უნდა იცოდე ან ფრანგული (2 სახელმწიფო ენაა).


Mako Lekiashvili საბერძნეთი აძლევს უცხოელს დ რ ო ე ბ ი თ ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. არანაირი მოქალაქეობა, გესმით ხალხნო. ორწლიანებს გვაძლევდნენ და მერე ვაგრძელებდით. ბოლოს ათწლიანი მოგვცეს. ვადა რომ გაუვა საბუთს აგრძელებ, იმ შემთხვევაში თუ საკმარისი შრომადღეები გაქვს ნამუშევარი. თუ არა და საბუთი გიუქმდება. რომელ მოქალაქეობაზეა საუბარი.... ჩვენი მთავრობა რატომ არ კითხულობს სხვა ქვეყნის კანონებს.


Lali Zubitashvili ამერიკაში საჭიროა ელემენტარულზე ოდნავ მეტი ენის ცოდნა, რომ ცნობილი 100 კითხვიდან 3-ს გასცეთ პასუხი, ელემენტარული კითხვა და ელემენტარული წერა. ასევე უნდა შეგეძლოთ პასუხის გაცემა ელემენტარულ საყოფაცხოვრებო კითხვებზე (გვარი, სახელი, წლოვანება, მისამართი და ა.შ). ეს კითხვებიც წინასწარ ცნობილია. არის ძალიან ჰუმანურად და მარტივად გამოკითხვა, მაგრამ თუ ორჯერ ჩაიჭერით, მე როგორც ვიცი, ჰკარგავთ მოქალაქეობაზე მოთხოვნის უფლებას. ასევე გრამატიკული შეცდომები შეცდომებად არ გეთვლებათ.


Lali Motiashvili საბერძნეთი არ აძლევს, 17 წელი ვიცხოვრე ლეგალურად, იქ დავოჯახდი, ჯვარიც იქ დავიწერეთ, ორი შვილი შემეძინა, უფროსმა შვიდი კლასი იქ დაამთავრა, ბერძნული ენას ვფლობდით მშობლიურ დონეზე და ასევე საბერძნეთის ისტორიასაც, მაგრამ რადგან წინაპარი არ გვყავს ბერძენი, მოქალაქეობაზე ფიქრიც კი გამორიცხულია ჩვენთვის.


image

1
412
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
412
  
2018, 11 მაისი, 7:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1