x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
70 წლის მიხეილ შუფუტინსკის თავისზე 29 წლით უმცროსი მოცეკვავე შეუყვარდა
imageგავრცელდა ხმები, რომ 70 წლის მომღერალს რომანი აქვს 39 წლის მოცეკვავესთან.სვეტლანა ურაზოვასთან, ამასთან ერთად შუფუტინსკიმ გადაწყვიტა წონაში დაიკლოს.



მიხეილ შუფუტინსკი 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდა თავის მეუღლესთან, მარგარიტა შუფუტინკისთან ერთად, 2015 წელს მომღერალს მეუღლე გარდაეცვალა, როგორც რუსული ყვითელი პრესა იუწყება, 70 წლის მომღერალი შეყვარებულია და მისი რჩეულია მასზე 29 წლით უმცროსი, მისივე ჯგუფის მოცეკვავე სვეტლანა ურაზოვა.



გადაცემაში Ты не поверишь! აღნიშნეს, რომ შუფუტინსკი საყვარელი ქალისთვის მზადაა წონაშიც დაიკლოს, იგი რეგულარულად დადის სპორტდარბაზში თუ აუზზე და უკვე დაიკლო 30 კილოგრამი!



აპირებს თუ არა დაქორწინებას მომღერალი?შუფუტინსკიმ ამაზე ასეთი ირონიანარევი კომენტარი გააკეთა:


-ქორწილი? რა ქორწილი?!ჯერ მზად არ ვარ ქორწილისთვის, ძალზე ახალგაზრდა ვარ ასეთი ფორმალობისთვის.

image

სვეტლანა ურაზოვას ერთი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს, რაც შეეხება მიხეილ შუფუტინსკის-ორი ვაჟი და 7 შვილიშვილი ეზრდება.



შეგახსენებთ, ებრაული წარმოშობის რუსი პოპ და შანსონის მომღერალი ჯერ მოსკოვისა და მაგადანის რესტორნებში მღეროდა, შემდეგ აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში 10 წლით, 1990 წლიდან რეგულარულად აწყობდა გასტროლებს რუსეთში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ხოლო 2003 წლიდან საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში, სახელი გაითქვა სიმღერებით: Марджанджа, За милых дам, Душа болит, Улетайте вороны, Еврейский портной და სხვა.

imageიხილეთ აგრეთვე

image

0
227
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0