x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ახალი კანონმდებლობით მალე უკანონო მიგრანტები და მათი დამხმარეები კანონით დაისჯებიან
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადდა ახალი კანონპროექტი, სადაც სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ერთი მუხლი. მისი ინიცირება ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება

ეს მუხლი დაარეგულირებს უკანონო მიგრაციის საკითხებს, აცხადებენ უმრავლესობაში.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის, ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.


ასევე, თავისუფლების აღკვეთას, ვადით სამიდან ექვს წლამდე გამოიწვევს საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

გარდა ამისა, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ზემოთაღნიშნული რომელიმე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი საბუთების გამოყენებით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას, ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო მითითებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას, ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

უმრავლესობის ერთერთი ლიდერის და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას აზრით :- "

ცვლილების მიზანია უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკების მინიმუმადმე დაყვანა

"image
ამასთან, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება არ არის სიახლე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, არამედ იგი წარმოადგენს გაგრძელებას უკვე არსებული ქმედების შემადგენლობისა. კერძოდ, სსკ-ს მოქმედი რედაქციის 3441-ე მუხლით უკვე გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მიგრანტის საქართველოს საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისათვის ან/და მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის. ხოლო საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისა და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების ბოროტად სარგებლობის ხელის შეწყობისათვის”, – აღნიშნა ბესელიამ.

3
352
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
352
  
2018, 9 მაისი, 0:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 8 მაისი, 20:05
მართალია,ქვეყნიდან კი არ უნდა გავიქცეთ,ეს ღორები უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას
2018, 8 მაისი, 18:18
ვაიმეეეე რამდენი სიტყვა მახსენდება ტ და ყ ბგერებს რომ შეიცავს. ნუ დახოცავთ ხალხს მშივრებს და ვინ მიატოვებს შვილებს?
0 1 3