x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გამოკითხვის შედეგად "ბრეჟნევის ეპოქა" საუკეთესოდ დასახელდა
imageსაერთო რანგში ბრეჟნევი ლიდერობს, ანუ გვიანდელი სსრკ, როგორც "საბჭოთა ეპოქის ოქროს ხანა".


Левада-центр-მა მოაწყო გამოკითხვა, რის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო XX საუკუნის საუკეთესო რუსეთის(საბჭოთა) იმპერიის საუკეთესო მმართველი.



გაფართოებული რეიტინგი ასე გამოიყურება:("დადებითი" "ძირითადად დადებითი")

1. ბრეჟნევი - 56%,
2. ლენინი - 55%,
3. სტალინი - 50%,
4. ნიკოლოზ II - 48%,


5.ხრუშჩოვი - 45%,

6. ელცინი და გორბაჩოვი - 22%



თუმცა კატეგორიაშია "მხოლოდ დადებითი" სურათი სხვაგვარია.

15% - ლენინი,
14% - ნიკოლოზ II,
13% - სტალინი და ბრეჟნევი,
6% - ხრუშჩოვი,
4% - ელცინი,
3% - გორბაჩოვი.


"უარყოფითი" და "ძირითადად უარყოფითი" რეიტინგი გამოიყურება ასე:

1. გორბაჩოვი - 66%,
2. ელცინი - 64%,
3. ხრუშოვი - 45%,
4.სტალინი - 38%,
5. ბრეჟნევი - 29%,
6.ლენინი - 28%,
7.ნიკოლოზ II - 21%.



მხოლოდ "უარყოფითი"

1. გორბაჩოვი - 31%,
2. ელცინი - 30%,
3. სტალინი - 13%,
4. ხრუშოვი - 12%,
5. ლენინი - 10%,
6. ბრეჟნევი - 9%,
7.ნიკოლოზ II - 8%.



რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდნენ ანდროპოვი და ჩერნენკო, არცაა გასაკვირი, მათი მმართველობა მხოლოდ რამდენიმე თვით შემოიფარგლებოდა.

image

რატომ დასახელდა ბრეჟნევის ეპოქა საუკეთესოდ? სსრკ ბრეჟნევის დროს აღარ ის სახელმწიფო, რომელსაც სტალინი აშენდა.ამ თვალსაზრისით ბრეჟნევი იყო ყველა დროის და ხალხის ყველაზე მდუმარე "რევიზიონისტი".




მატერიალური ინტერესი აღიარებულია, მაგრამ ჩარჩოშია მოქცეული.
ჩრდილოვანი ეკონომიკის და კორუფციის ფონზე ცეკას ელიტის და "ცეხავიკების"მდიდრული ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული და დამალულია ფართო საზოგადოებისთვის.


ზოგადად ცხოვრების ნეგატიური მოვლენები გულდასმით განდევნილია ცნობიერებიდან.


არ არსებობს კონტრასტები, არ არსებობს დაყოფა. მაგრამ არც თავისუფლება არსებობს. სამაგიეროდ არსებობს ზუსტი წესები.
თქვენ შეგიძლიათ მუშაობა როგორც ყველას, და თქვენ მიიღებთ ამდენს და ამდენს.

შეგიძლიათ იფიქროთ არა სარგებლის მიღებაზე, არამედ საქმეზე და თუ დაამტკიცებთ რომ რამეში გამოდგებით, თქვენ შეგიქმნიან პირობებს,
არაფერზე ფიქრი არ გიწევთ. სამუშაოს გარეშე არ დარჩებით, თუ რამეა კოლექტივი იმუშავებს თქვენზე, ორგანიზებას გაუკეთებს თქვენს საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებასაც კი.

ბრეჟნევის დროინდელი ცნობილი გამოთქმა:"მას რეპრესიები არ ჩაუტარებია არც სტალინივით და არც ხრუშჩოვივით. იყო თავისთვის. თვითონაც ცხოვრობდა და სხვებსაც აცხოვრებდა."


სინამდვილეში, იყო ორი საბჭოთა კავშირი.


სტალინ-ლენინური მკაცრი, სასტიკი, მშიერი ადრეული სოციალიზმი, რომელიც მიზნად ისახავდა ომს, კერძოდ ომებს მსოფლიო რევოლუციისთვის.


და მშვიდობიანი, უპრეცედენტოდ კარგად მომზადებული, ბრეჟნევის "გამაძღარი" "განვითარებული სოციალიზმი".

0
161
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0