x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე საოცარი «ბაღები» პლანეტაზე
image

imageამ ხელოვნების შედევრების ავტორი მხატვარი-სურიალისტი რიჩარდ სონდერსია. ის ბრიტანელი მხატვარია, რომლის ნამუშევრები, მხოლოდ ინგლისში კი არა, მის ფარგლებს გარეთაც ძალიან პოპულარულია. მხატვარს განსაკუთრებული აღიარება ბოლო წლებში, კატების თემატიკაზე შექმნილმა სურათებმა მოუტანა.

დიდი, უზარმაზარი კატების შექმნის იდეა, მხატვარს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ ფოტოსურათზე ნახა, რომელზეც ღრუბლების ფორმაზე გაკრეჭილი ხები იყო. სწორედ იმ მომენტში მიხვდა, თუ რას გააკეთებდა უახლოესი წლებში და შესაძლოა, დარჩენილი ცხოვრების მანძილზეც.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სურათზე კატაა გამოსახული, რიჩარდის ნამუშევრები ერთმანეთს არა ჰგავს. როგორც თავად მხატვარი ამბობს, კატების პროტოტიპი, ყველა სურათზე, თავისი საყვარელი კატა - ტოლია. მხატვარი ახალ ნამუშევრებს ინტერნეტში, საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, რაც ძალიან ახარებთ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს და გვერდის გამომწერებს. ზოგიერთი მათგანი ვერ იჯერებს, რომ ეს უბრალოდ სურათებია და დარწმუნებულია, რომ კატის ფორმაზე გაკრეჭილი ცოცხალი ბუჩქები და ხეები მართლაც არსებობს! მხატვარი კი ცდილობს, ყველას საპირისპირო დაუმტკიცოს:

«მე უბრალოდ ვიღებ ინგლისური ბაღების ფოტოებს, ტილოზე გადამაქვს და კატის ფორმის ბუჩქებს ვამატებ», — ამბობს ის.image
imageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალურ ქსელებში ეს კატა-ბუჩქები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ისინი უკვე მილიონობით ადამიანმა ნახა. image
image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageმსოფლიოს მე-8-ე საოცრება
საოცარი სამყარო ჩვენს ირგვლივ (60 ფოტო)

მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო

მუზეუმებში გადაღებული უნიკალური ფოტოები (დადგმული არ არის)


10 ყალბი ფოტო, რომელმაც ინტერნეტში დიდი ხმაური გამოიწვია


0
287
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0