x
აფხაზეთის დაკარგვა


image საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხე აფხაზეთი სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს. უმშვენიერესი ბუნება - მთისა და ზღვის შეზავებული თბილი ჰავა, შესანიშნავი კურორტები, ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლები, სტუმართმოყვარე ხალხი ამ კუთხეს საოცარ მიმზიდველობას სძენს. რუსეთის ხელისუფლებას დიდი ხანია განზრახული ჰქონდა აფხაზეთის ულამაზესი სანაპიროს რუსეთისათვის მიერთება, ამიტომ მუდამ უპირისპირებდა ერთმანეთს ამ ადგილებში საუკუნეთა მანძილზე მშვიდობიანად მცხოვრებ აფხაზებსა და ქართველებს. რუსეთი ყოველნაირად ცდილობდა აფხაზეთიდან თავისუფლებისმოყვარე ქართველების გამოძევებას. ამ მიზნით იგი აიარაღებდა აფხაზთა იმ ნაწილს, რომელიც აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფას უჭერდა მხარს. 1992 წელს ქართველებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რუსები ჩაერთნენ ამ ომში და საქართველოს მოსწყვიტეს აფხაზეთი.

image აფხაზური ომის შედეგები როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხისათვის სავალალო იყო. დაიღუპა მრავალი ათასი ადამიანი, 300 ათასამდე ლტოლვილი ქართველი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს შეეხიზნა. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები დიდი გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ, - ისინი დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, მძიმე შრომითა და ჯაფით არჩენენ საკუთარ ოჯახებს, მაგრამ მხნეობა და მშობლიურ კუთხეში დაბრუნების იმედი არ დაუკარგავთ.

image

0
378
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0