x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ფიზიკა და ქიმია
image


1. ჭუჭყიანი თოვლი უფრო ადრე დნება, ვიდრე სუფთა. რატომ?

2. რა შემთხვევაში შეიძლება ყინული გახდეს გამხურებელი?

3. როგორ გავყინოთ წყალი დუღილით?


4. რატომ ტკაცუნობს მარილი, როცა მას ნაკვერჩხალზე დავყრით?

5. რატომ შეიძლება წყლით კოცონის ჩაქრობა?

6. როგორ განვსაზღვროთ, ორი სხეულიდან რომელი უფრო მკვრივია?

7. რომელი თერმომეტრი უფრო მგრძნობიარეა: ვერცხლისწყლიანი თუ სპირტიანი (ერთნაირ პირობებში)?

8. რა პირობებში შეიძლება გავაცხელოთ აირი ისე, რომ მისი სიმკვრივე არ შეიცვალოს?

9. რატომ არ იყინება ზღვის წყალი 0°C-ზე?

10. რატომ ინახავენ რადიოაქტიურ პრეპარატებს ტყვიის სქელკედლიან კონტეინერში?


პასუხები:

1. ჭუჭყიანი თოვლის შთანთქმის კოეფიციენტი გაცილებით მეტია სუფთა თოვლის შთანთქმის კოეფიციენტზე.

2. როცა სხეულს ექნება ყინულის ტემპერატურაზე უფრო დაბალი ტემპერატურა.

3. ჭურჭლიდან, რომელშიც წყალია, უნდა ამოიტუმბოს ჰაერი და წყლის ორთქლი ისე, რომ წყალი განუწყვეტლივ დუღდეს.

4. მარილში არსებული წყალი გარდაიქმნება ორთქლად და შლის კრისტალებს, რაც გამოსცემს ტკაცუნს.

5. წყლის აორთქლება იწვევს აალებული ხის ტემპერატურის დაცემას იმდენად, რომ წვის პროცესი წყდება. გარდა ამისა, ორთქლი გადაეფარება ანთებულ ხეს და შეუწყვეტს მას ჟანგბადის მიწოდებას.

6. ერთი სხეულით გავკაწროთ მეორე სხეულის ზედაპირი.

7. სპირტიანი. რადგან სპირტის მოცულობითი გაფართოების კოეფიციენტი უფრო მეტია, ვიდრე ვერცხლისწყლისა.

8. აირის სიმკვრივე არ შეიცვლება, თუ მას გავახურებთ ისეთ ჭურჭელში, რომლის მოცულობაც არ იცვლება.

9. მარილიანი წყალი იყინება 0°C-ზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე.

10. რათა თავიდან აიცილონ საშიში გამოსხივება.

0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0