x
როდის გახდა ქრისტიანობა ჩვენი სახელმწიფო რელიგია ?

image


მირიან მეფემ ქრისტიანობა 326 წელს მიიღო. სამეფო ბაღში, იმ ადგილას, სადაც ქრისტეს კვართი იყო დამარხული, მან ააშენა პირველი ქართული ეკლესია, რომელსაც სვეტიცხოველს უწოდებენ. ხუროებმა ეკლესიის საყრდენი სვეტის დასამზადებლად სწორედ ის მშვენიერი ნაძვი მოჭრეს, კვართზე რომ იყო აღმოცენებული. შექმნეს იგი სვეტად, მაგრამ ადგილიდან ვეღარ დაძრეს. ყველა დაღონდა. ნინომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, ღმერთს ევედრებოდა, რომ შეწევნოდა მირიან მეფეს, დაწყებული საქმის კეთილად დაგვირგვინებაში. გამთენიისას ელვარე მოსასხამში გახვეული ზეციური ანგელოზი ჩამოეშვა ციდან, აიტაცა სვეტი და დააბრძანა მის კუთვნილ ადგილას. დილით მოსულმა მეფემ და ხალხმა იხილეს ეს სასწაული და მადლობა შესწირეს ღმერთს. სვეტი სასწაულთმოქმედი აღმოჩნდა. მას წმინდა მირონი სდიოდა და თუკი სნეული მიეკარებოდა, წამსვე იკურნებოდა.

მირიან მეფემ ბიზანტიიდან მოიწვია მღვდელმთავრები. მათ მტკვარში მონათლეს მეფე და მცხეთის მთელი მოსახლეობა. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, მალე იგივე მოხდა დასავლეთ საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაში ახალი ეპოქა დაიწყო...

როცა ნინო მცხეთაში ქრისტეს რჯულს ქადაგებდა, თურმე მაშინ ქართველი ხალხის მომავალი ბედი წყდებოდა. მას შემდეგ საქართველო ბევრჯერ დასჯილა ქრისტეს რწმენის გამო, მაგრამ ხალხი მაინც არ ღალატობდა მას. ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ: თუ ქრისტიანობას დაკარგავდნენ, მასთან ერთად უნდა გამოსთხოვებოდნენ მშობლიურ ენას, ტრადიციებსა და მიწა-წყალს. ამიტომ იბრძოდნენ ასე თავგამოდებით ქრისტეს რჯულის დასაცავად.

0
187
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0