x
მოიშორე ყველაფერი ზედმეტი, შენ საუკეთესო ხარ, არავინაა შენზე უკეთესი და არც შენზე უარესი, ცხოვრება მშვენიერია

image

მოიშორე ყველაფერი ზედმეტი, შენ საუკეთესო ხარ, არავინაა შენზე უკეთესი და არც შენზე უარესი, ცხოვრება მშვენიერია. არ იფიქრო ზედმეტად ცუდზე, პრინციპში არც კარგზე. ცუდზე იმიტომ რომ ნერვოზს დაიმართებ და კარგზე იმიტომ რომ თვალი გეცემა :დ

ჯასთ სმაილ და განაგრძე ცხოვრება, განვითარება, წინსვლა, ბრძოლა... მოკლედ იცხოვრე ისე როგორც გინდა. გახდი საუკეთესო, დაე სხვები ისწრაფოდნენ შენკენ <3

არასოდეს თქვა რომ რაიმე არ შეგიძლია. ყველაფერს შეძლებ აუცილებლად, ამისათვის უბრალოდ დრო და მონდომებაა საჭირო.


იყავი ის რაც ხარო გვარიგებენ არა და ყველაზე დიდი შეცდომაა ამის ასე პირდაპირ გაგება. კი უნდა იყო ის რაც შინაგანად ხარ და უნდა ისწრაფოდე შენი ამჟამინდელი მესგან შექმნა ის, რაც გინდა რომ იყო, ანუ განავითარო შინაგანი და გარეგანი შენი თავი. ასე ვთქვათ კვირტი აქციო ყვავილად.

ნუ შეგეშინდება შენი ოცნებების, ნუ იფიქრებ რომ ოცნებები არ ხდება, ისინი აუცილებლად ახდება თუ კი სათანადოდ იშრომებ.

მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას თუმცა 1 წესია მთავარი ცხოვრებაში, მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი, აი ამის მერე უკვე გაქვს სრული თავისუფლება აკეთო ის რაც გინდა.

ასე
რომ რელაქს და ამ სტატიას კი ნუ ჩასჩერებიხარ, მიზენებისკენ გაეშურე, მიზნებისკენ .... :დ

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გოგიშვილი
თამარ გოგიშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0