x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ნანუკა ჟორჟოლიანის ოქროს რჩევები ზედმეტი წონის დასაკლებად - როგორ მიაღწია ტელეწამყვანმა სასურველ შედეგს
image როდესაც კომფორტის ზონიდან გავდივართ და ვაკეთებთ იმას, რაც კონკრეტულ მომენტში არ გვსიამოვნებს, იმის მიუხედავად, რომ ამან შეიძლება მომავალში ძალიან კარგი შედეგი მოიტანოს, რაღაცის დაწყება თავიდან ყოველთვის რთულია. ამიტომ ხშირად გვჭირდება ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოტოვატორები გახდებიან, ჩვენც მათი მიბაძვით გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომლის გადადგმაც გვიჭირდა და მივაღწევთ სასურველ შედეგს. მოტივაციისთვის არაჩვეულებრივი მაგალითია ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის შეცვლილი ცხოვრების წესი, ფორმაში ყოფნა, თავისუფლად შეიძლება გახდეს ბიძგი იმისთვის, რომ საღამოს დავიძინოთ ადრე, მეორე დილით კი ადრე გავიღვიძოთ და წავიდეთ სავარჯიშოდ, ვიკვებოთ ჯანსაღად და ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე. ტელეწამყვანი სოცალურ ქსელში არ იშურებს რჩევებს და ხშირად უზიარებს ხალხს საკუთარ გამოცდილებას.

ფოტო ჟურნალიდან "კულინART"

image


ნანუკა ჟორჟოლიანი მუსიკალური მეგა-შოუს "მხოლოდ ქართულის" წამყვანია, ტელეწამყვანის ფოტოებმა ლაივ შოუდან სოცალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ტელეწამყვანი არაჩვეულებრივ ფორმაშია.


image


" იმ ქალებს, რომლებიც ჯერ არ მისულან იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაიწყონ ვარჯიში და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვურჩევდი, რომ აუცილებლად სცადონ, თუმცა არა სხვის მაგალითზე. სპორტსმენები და მოდელები არასოდეს არ არიან ჩემი მაგალითები. ჩემი მოტივაცია მოდელი ვერასოდეს გახდება. იმიტომ რომ ის ისედაც, ბუნებრივად ასეთია. მოტივაცია ჩემთვის უფრო გახდება ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ტიპი, რომელიც იყო მსუქანი და უფორმო და ნელ-ნელა რაღაც ფორმებს იღებს.." - ნანუკა ჟორჟოლიანი. ჟურნალი: Steps

image ტელეწამყვანი სოცალურ ქსელში გვიზიარებს გამოცდილებას და გვეუბნება თუ როგორ მივაღწიოთ სასურველ ფორმას:

" ჩემი, არაჯანსაღი ცხოვრება იწყებოდა სიგარეტით და ყავით, გრძელდებოდა შემწვარ-მოხრაკული საჭმლით, გიჟური რეჟიმით და დარღვეული ძალით. ამას რატომ გიყვებით, იმიტომ რომ ყველაზე უკიდურეს ზარმაც და არასწორი რეჟიმით მცხოვრებ ადამიანსაც კი, ერთ წამში შეცვალოს ყველაფერი.


საკმარისია გააქროთ რაციონიდან შაქარი, ტკბილეული, ხილი ჭამოთ მხოლოდ დღის ორ საათამდე, ამოიღოთ ყველანაირი ბურღულეული (გრეჩიხის, ქინოას გარდა) არ მიირთვათ ზეთში შემწვარი არაფერი. არანაირი გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი. წყალი აუცილებლად და ფიზიკური აქტივობა. დაძინება დღეს 12 საათამდე და გაღვიძება ხვალ.

image

6 თვეში, ყოვეგვარი სტრესის, ნევროზის, ისტერიკის გარეშე ისეთ ფორმაში იქნებით, მიხვდებით, რომ ეს ცხოვრების თავიდან დასაწყისია. კვება ჩვევაში გადაგივათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ ჯანსაღი ცხოვრება. კარგი ვიზუალით.

image

1) იკვებეთ დღეში 4-ჯერ.

2) შუალედი იყოს 2-3 საათი.

3) მეორე კვება შეიძლება იყოს ხილი.

4) არ დაგავიწყდეთ, რომ გამოძინება აუცილებელია.

5) წყალი

6) არანაირი შემწვარი საჭმელი, პური. ხაჭაპური დაივიწყეთ და შემდეგ მათაც დაავიწყდებით.

7) არანაირი ტკბილი

8) ფიზიკური აქტივობა.

9) მწვანე ბოსტნეული, მოხარშული, გრილზე შემწვარი ხორცი, თევზი არის ძალიან სასარგებლო და აუცილებელი.

10) თან იქონიეთ ნიგოზი (5-6 ლებანი, თხილი, ნუში) თავიდან ძალიან გეხმარებათ მშრალი ხილი.


მგონი არაფერი გამომრჩა. წარმატებებს გისურვებთ და არ დაელოდოთ ხვალინდელ დღეს და განსაკუთრებით ორშაბათს. დაიწყეთ ამ წამს. - თქვენი ნანუკა. "

image

0
2592
6-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
2592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0