x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
გაიგეთ თქვენი ხასიათის შესახებ ჰოროსკოპის მიხედვით


image


21 მარტი - 20 აპრილი

ვერძი - ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ასევე ცეცხლის პირველი ნიშანია. ორივე სქესის ვერძები, ხმაურიანი ხასიათით, ფეთქებადობით და ენერგიულობით გამოირჩევიან. გარშემო მყოფებს ნერვებს ყველაზე ხშირად ხისთავიანობით, უტაქტობითა და აგრესიულობით უშლიან. ვერძის მმართველი პლანეტაა — მარსი. ვერძების ენერგია შეუზღუდავია ისევე, როგორც საკუთარი თავის რწმენა. თუ ის რამეს იტყვის მასთან კამათს აზრი არ აქვს, რადგან ის მართალიც რომ არ იყოს არ გატყდება და არ აღიარებს თავის შეცდომას. ვერძი ენერგიული, თავის გამტანი, დამოუკიდებელი, საზრიანი, მიზანსწრაფულია.


21 აპრილი - 21 მაისი


კურო - ზოდიაქოს მეორე ნიშანი და ასევე მიწის პირველი ნიშანია. კუროები მშვიდი, გაწონასწორებული და უშფოთველები არიან. კურომ შეიძლება წყობიდან გამოგვიყვანოს სიჯიუტით, აუჩქარებლობითა და სიზარმაცით. კუროს მმართველი პლანეტაა - ვენერა. მშვიდი და გაწონასწორებული ბუნების მიუხედავად, კუროებს შესანიშნავად ეხერხებათ, საზოგადოებაში საკუთარი გამოკვეთილი ადგილის დაკავება და ბევრისთვის, ისინი პატივისცემისა და ნდობის ეტალონად ითვლებიან. კუროები ჯიუტები არიან თუმცა ძალიან თბილები და დამყოლი ხასითით. კურო შეუპოვარი, ერთგული, შრომისმოყვარე, თამამია.


22 მაისი - 20 ივნისი

ტყუპები - ზოდიაქოს მესამე ნიშანი და ასევე ჰაერის პირველი ნიშანია. ისინი ცვალებადი, მოუსვენარი, ცნობისმოყვარე და მერყევი ბუნების პიროვნებები არიან. ტიპიური ტყუპს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საკუთარი თავის ვერაფერი გაუგია, გამუდმებით აინტერესებს სხვისი ცხოვრების დეტალები. ამ ადამიანებს ასევე ახასიათებთ, როგორც გარეგნობის, ისე შეხედულებებისა და ცხოვრებისეული ფასეულობების გამუდმებული ცვლა. მრავალმხრივობა ტყუპების ძირითადი მახასიათებელია. ისინი საზრიანები და გონებამახვილნი არიან. მმართველი პლანეტაა - მერკური. ტყუპები ინტელექტით გამოირჩევა, ამ თვისების წყალობით კი ხშირად სხვებზე წინ დგანან ... ისინი სითბოს ადამიანები არიან ... როდესაც ცუდი ხასიათი აქვს, მათთვის უკეთესია არ გააღიზიანოთ, თორემ მათ ცხელ გულზე შეიძლება ცუდი რაღაც გითხრათ. ისინი გამჭრიახები, კომუნიკაბელურები არიან.


21 ივნისი - 22 ივლისი

კირჩხიბი - ზოდიაქოს მეოთხე ნიშანი და ასევე წყლის პირველი ნიშანია. მმართველი პლანეტაა - მთვარე. ისინი ძალიან ენერგიულები, თბილები და ეჭვიანები არიან. ასეთი ნიშნის ადამიანებს შეუძლიათ ნერვები მუდმივი თავის შეცოდებით, ბუტიაობით და წუწუნით მოგვიშალოს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სიმპატიურები და კეთილები არიან. ყურადღებიანი მათდამი, ვინც მათ დედობრივ გრძნობას აღძრავს, თუმცა შეიძლება ეგოისტების იყვნენ. საკუთარი ღირსებების და თვისებების გადაფარვისკენ სწრაფვა ძლიერად აღწერს. მათ შესწევთ ძალა, გადაბრუნეთ სხვა ადამიანები. კირჩხიბები მსჯელობისკენ, თავი დაანებულად, სტაბილურნი, თავდაჯერებულინი არიან.


23 ივლისი - 23 აგვისტო

ლომი - ზოდიაქოს მეხუთე ნიშანი და ასევე ცეცხლის მეორე ნიშანია. მმართველი პლანეტაა - მზე. ამაყი, საკუთარი ღირსების მცოდნე, გულწრფელი, თავმომწონე, თვითდაჯერებული, ყურადღებისა და თაყვანისცემის მომთხოვნები არიან. ტიპიური ლომი მბრძანებლური და კეთლშობილური ნიშანია. მას დიდი საშემსრულებლო უნარი აქვს, იგი ხელმძღვანელობისათვის არის დაბადებული. ამ ადამიანებს სძულთ მარტოობა და მოწყენილობა. ისინი არასოდეს გაურბიან პასუხისმგებლობებს. ლომი ნერვებზე მოქმედებს გაუთავებელი ტრაბახით, საკუთარ თავზე საუბრითა და ამპარტავნებით.


24 აგვისტო - 23 სექტემბერი

ქალწული - ზოდიაქოს მეექვსე ნიშანი და ასევე მიწის მეორე ნიშანია. მმართველი პლანეტაა - მერკური. ქალწულები უმცირეს დეტალებსაც კი აკვირდებიან, როგორც საკუთარ ისე სხვის გარეგნობაში, ამიტომ მათ მახვილ თვალს არასოდეს არაფერი გამოეპარება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, თანდაყოლილი დისციპლინირებულობით გამორჩევიან, თუმცა ჩვევას გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკონ, მათ მიმართ ბევრი ადამიანის არცთუ დადებითი განწყობა შეიძლება მოჰყვეს. ქალწული ყველაზე მეტად გარშემო მყოფებს სიძუნწით, მეწვრილმანეობით აღიზიანებს. ქალწული მშვიდი, მოწესრიგებული, გაწონასწორებული, შრომისუნარიანი და ყურადღებიანია დეტალების მიმართ.


24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი

სასწორი - ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანი და ასევე ჰაერის მეორე ნიშანია. სასწორებს გამუდმებით ახასიათებთ მერყეობა და შეხედულებების ცვლა. როგორც წესი, ისინი მართალი ადამიანები არიან, თუმცა ბრძოლის უნარი, რომელიც ზოგჯერ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ხდება საჭირო, სასწორების უმრავლესობას არ გააჩნია. სასწორებს ბევრი ფიქრი უყვართ. მმართველი პლანეტაა - ვენერა. სასწორს შეუძლია ხალხი წყობიდან გამოიყვანოს მუდმივი მერყეობით, გადაწყვეტილების მიუღებლობით.


24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი

მორიელი - ზოდიაქოს მერვე ნიშანი და ასევე წყლის მეორე ნიშანია. მმართველი პლანეტაა - პლუტონი. მორიელების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი თვისებაა წარბშეუხრელად, თავისებური გულგრილობითაც კი შეხვდეს განსაცდელს. მორიელი თავშეკავებული, დამოუკიდებელი, გამჭრიახია, განვითარებული ინტუიციით, შეუძლია გაერკვეს ყოველგვარი მოვლენის არსში, არის მტკიცე, მომთმენი, გაბედული. მორიელი ადამიანებს მწარე ენით და ბოღმიანობით უშლის ნერვებს.

23 ნოემბერი - 21 დეკემბერი

მშვილდოსანი - ზოდიაქოს მეცხრე ნიშანი და ასევე ცეცხლის მეცხრე ნიშანია. მმართველი პლანეტაა - იუპიტერი. მშვილდოსნისგან ყველაზე აუტანელია უტაქტობა, არასტაბილურობა და ბაქიაობა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, სძულთ მარტოობა და მოწყენილობა, აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ისინი ნებისმიერი სახის გასართობი ღონისძიების ორგანიზატორად გვევლინებიან. შვილდოსნებს დაუცხრომელი ენერგია და მუდმივად ცვალებადი ინტერესის სფერო გააჩნიათ. მათ შორის შედის მოგზაურობის სიყვარულიც. ეს ადამიანები სამაგალითო მეგობრები არიან და ძალა შესწევთ ყოველგვარ სიტუაციაში, სრულიად უანგაროდ აღმოუჩინონ დახმარება მათ, ვინც შველას საჭიროებს. მშვილდოსანი აქტიური, გულღია, გულწრფელი, სიცოცხლის მოყვარე, მართალი, თავისუფლებისმოყვარე, კეთილგანწყობილი, სამართლიანი, მამაცი, ცნობისმოყვარე, თავმოყვარე, მიზანსწრაფული, კეთილია, მაგრამ ასევე არის ზედაპირული, მოუთმენელი, განსჯის უნარს მოკლებული, ეგოისტი.


22 დეკემბერი - 19 იანვარი

თხის რქა - ზოდიაქოს მეათე ნიშანი და ასევე მიწის მესამე ნიშანია. მმართველი პლანეტაა - სატურნი. ორივე სქესის თხის რქები, განსაკუთრებული მოთმინების უნარით და კარიერისტობით გამოირჩევიან. თხის რქა მიზანსწრაფული, ფრთხილი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებულია. თხის რქების უმრავლესობა სერიუზული, სიტყვაძუნწი და მეთოდური ადამიანია.


19 იანვარი - 18 თებერვალი

მერწყული - ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანი და ასევე ჰაერის მესამე ნიშანია. მმართველი პლანეტაა - ურანი. მერწყული დამოუკიდებელი, ორიგინალური, ერთგული, მხიარული, ცრურწმენისაგან თავისუფალი, ჭეშმარიტების მაძიებელია. მაგრამ ასევე ეგოისტი, მერყევი და უტაქტოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ღიად და დაუფარავად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, ისინი არასოდეს ცდილობენ ვინმეს საკუთარი შეხედულებები მოახვიონ თავს.იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე მათ შეხედულებებს არ იზიარებს, მერწყულებს არასოდეს უჩნდებათ ამ უკანასკნელის მიმართ აგრესიის გრძნობა. უფრო პირიქით, მათ ნებისმიერი სახის განსხვავებული აზრი აინტერესებთ და შესაბამისად სიმპათიით არიან განწყობილი.


19 თებერვალი - 20 მარტი

თევზები - ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანი და ასევე წყლის მესამე ნიშანია. მმართველი პლანეტაა - ნეპტუნი. თევზები რბილი, ემოციური, რელიგიური, კეთილი, მზრუნველი, გაუბედავია. ნებისყოფის დაძაბვის შედეგად, მათ მშვენივრად შეუძლიათ ნებისმიერისთვის იმის დამტკიცება, რომ ცხოვრებაში დინების საწინააღმდეგოდ შეუძლიათ ცურვა. ხშირად ისეთ ფაქტებსა და ჭეშმარიტებებს ამბობენ, რომლებიც ბოლომდე არ აქვთ გააზრებული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სიმართლეა.



1
215
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
215
  
2018, 6 ივნისი, 23:00
კარგი სტატიაა.
0 1 1