x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
აი, რა მოხდება, თუ ყოველ დღეს მოეხვევით ხეს: ხეების სამკურნალო ძალა
ვარია თანამედროვე გოგო იყო. ხალხურ მედიცინას ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა, სანამ ერთხელ თავად არ გახდა ავად. მას ტკივილები ჰქონდა მკერდში, დასუსტდა, ექიმები კი ვერაფერს შველოდნენ. კარდიოგრამა არავითარ გადახრას არ აჩვენებდა. ბოლოს ხელი ჩაიქნიეს, უთხრეს, რომ ნევრალგია ჰქონდა, წამლები უნდა ესვა და თანდათან გაუვლიდა, მაგრამ დრო გადიოდა, ქალი კი თავს ისევ ცუდად გრძნობდა. დედამ, რომელიც ძალიან განიცდიდა შვილის მდგომარეობას, სთხოვა მას, რომ სოფელში, მოხუც მკურნალთან მისულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალს არც ხალხური მედიცინის სჯეროდა და არც მკურნალების სწამდა არაფერი, გადაწყვიტა წასულიყო, რომ დედამისი დამშვიდებულიყო.

მოხუცმა მიიღო ქალი, მოუსმინა, გასინჯა და მეორე დღეს ტყეში წაიყვანა. ერთ დიდ არყის ხესთან მიიყვანა და უთხრა, რომ მას შუბლით და ხელისგულებით შეხებოდა, მოხვეოდა და აზრობრივად, მთელი გულით ეთხოვა დახმარება. ქალს სხვა დროს სასაცილოდ არ ეყოფოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა საოცრება! მას იმის გადმოცემაც კი უჭირს და სიტყვებით ვერ ხსნის, თუ რას გრძნობდა იმ წუთას. მთავარი კი ისაა, რომ დღეს ისევ ჯანმრთელი და ბედნიერია და ტკივილები უკვალოდ გაქრა.


image

ხეების სამკურნალო ძალა ხუმრობა არ გეგონოთ, ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. ადამიანებმა ასეული წლების წინ შეიმუშავეს ხეებით მკურნალობის პრაქტიკა, რომელიც დეპრესიას და სტრესულ მდგომარეობას კურნავს, აძლიერებს ყურადღების კონცენტრაციას. ხეებს შეუძლიათ ტკივილის მოხსნა და ენერგეტიკის გაძლიერება.


საჭიროა მხოლოდ სწორად შეარჩიოთ შესაფერისი ხე.

არსებობენ მკურნალი ხეები და ვამპირი ხეები. ერთნი თუ ენერგიით გავსებენ, მეორენი პირიქით- ენერგიით იკვებებიან.

სტრესის, დეპრესიის, თავის ტკივილების, ანთებითი და მსგავსი პროცესების დროს აუცილებელია ცუდი ენერგეტიკისგან გათავისუფლება. ამასთან, ხეს ჩრდილოეთის მხრიდან უნდა მიეყრდნოთ ზურგით და განკურნება სთხოვოთ.

თუ დისკომფორტს იგრძნობთ ან ტკივილი გაგიძლიერდებათ, ე.ი. ეს ხე თქვენ არ შეგეფერებათ.

თუ სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა იგრძენით, მაშინ შესაბამის ხეს სამხრეთიდან უნდა მიეყრდნოთ სახით, შუბლით და ხელისგულებით შეეხოთ და აზრობრივად სთხოვოთ დახმარება.


ახლა კი, გავარკვიოთ, რომელი ხე შეგეფერებათ:

1. არყის ხე

ძალიან ძლიერი და ენერგეტიკით მდიდარი ხეა. ახალგაზრდა არყის ხესაც კი შეუძლია ადამიანს სამკურნალო ენერგია გაუზიაროს. ეს ხე-დონორია, რომლისგანაც სამკურნალო ენერგიას ვიღებთ. ამასთან, ეს ხე რბილად ზემოქმედებს, მის გვერდით ყოფნა დიდი ხნით შეგიძლიათ. კარგ გავლენას ახდენს ქალების და ბავშვების ჯანმრთელობაზე. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, განწყობას და ხსნის ტკივილებს.

image

2. რცხილა

ეს ძლიერი ხე დაგეხმარებათ აპათიის, დაღლილობის და სხვადასხვა შიშების მოხსნაში. რცხილაც დონორი ხეა, რომელიც ენერგეტიკას გაგიძლიერებთ. თუმცა გახსოვდეთ, ეს ხე ძალიან ძლიერია და მის გვერდით დიდხანს არ უნდა გაჩერდეთ. 5-10 წუთი საკმარისია.

image

3. კაკალი

კარგი ხეა, რომელიც ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.ხსნის შფოთვას, გაღიზიანებას, აჩერებს ანთებით პროცესებს და ადამიანს სიმშვიდით ავსებს.

image

4. მსხალი

ხილის ხეების უმრავლესობა-დონორია. ისინი გულღიად გვიზიარებენ თავის ენერგიას. ეს განსაკუთრებით ბაღის ხეებს ეხებათ. მაგრამ ენერგეტიკული მკურნალობისთვის მაინც უმჯობესია ველური მსხლის ხე მოძებნოთ. ეს ხე უამრავ დაავადებას შველის, რომელსაც ენერგიის დეფიციტი იწვევს.

image

5. მუხა

მუხა ძალიან ძლიერი ხეა. მას შეუძლია როგორც სულის, ისე სხეულის სიმხნევე გაჩუქოთ. მუხა ერთდროულად ამშვიდებს კიდეც ადამიანს და ენერგიასაც აძლევს, რომ დაავადებებს და ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეს.

მაგრამ გახსოვდეთ, მუხის ენერგია ყველას როდი შეეფერება. ქალებისთვის, ბავშვებისთვის და დაბალწნევიანი ადამიანებისთვის ამ ხის ენერგია შესაძლოა ძალიან ინტენსიური აღმოჩნდეს. ეს ხე მამაკაცებს უფრო შეეფერებათ, მაგრამ არც მათ უნდაგაატარონ მის გვერდით დიდი დრო.

image

6. ნაძვი

ეს ხე ვამპირია, რომელიც ადამიანის უარყოფითი ენერგეტიკით იკვებება. ის ნელა გამოგაცლით ცუდ ენერგეტიკას, უარყოფით ემოციებს, მოგიხსნით სტრესს და გაღიზიანებას. ნაძვს თქვენი ტკივილის შთანთქმც შეუძლია, შველის უძილობას და კოშმარებისგან ათავისუფლებს.

image

7. ტირიფი

ტირიფიც ძლიერი ხე-ვამპირია. ტირიფი ქალი ხეა, ამიტომ სიამოვნებით ეხმარება ქალებს უფრო, ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ ტირიფს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა მიმართოთ. ტირიფი ყველა ხეზე უკეთ დაგეხმარებათ სულიერი ტკივილის გაყუჩებაში, რომელიც დანაკარგითაა გამოწვეული, და ტრაგედიასაც გადაგატანინებთ. ტირიფი არა მხოლოდ შთანთქავს თქვენს უარყოფით ენერგიას და ემოციებს, არამედ იმედითაც აგავსებთ.

არ ღირს ტირიფთან მისვლა იმ დროს, როცა რაღაც წვრილმანის გამო ხართ დათრგუნული, ამ დროს შესაძლოა თქვენი შეგრძნება უფრო გამძაფრდეს.

image

8. ნეკერჩხალი

ნეკერჩხალი განსაკუთრებული ხეა: ის უბრალოდ კი არ შთანთქავს თქვენს უარყოფით ენერგიას, არამედ მას პოზიტიურ ენერგიად გარდასახავს. ამ ხესთან მაშინ უნდა მიხვიდეთ, როცა სტრესის მოხსნა და ენერგიით დამუხტვა გინდათ.

image

9. ცაცხვი

ცაცხვი კეთილი ხეა. ის მუდამ მზადაა ადამიანს თავისი თბილი ენერგია უწილადოს. ცაცხვი გვეხმარება ბალანსის აღდგენაში ხე-ვამპირებთან კონტაქტის შემდეგ.

image

10. ვერხვი

ვერხვი ყველაზე ძლიერი ხე-ვამპირია. სწორედ ეს ხე გვეხმარება ყველაზე რთული, შორსწასული შემთხვევების დროს. ანთებები, ჭრილობები, კბილის ტკივილი, დაზიანებები, უძილობა-ამ ყველაფერს ვერხვი კურნავს.

image

11. ფიჭვი

ფიჭვი-ქალთა დონორია. ის ადამიანს დიდი რაოდენობით ენერგიას აძლევს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, მაგრამ ასეთი ზემოქმედება ყველას როდი მოუხდება. მათ, ვისაც გულის სისუსტე აღენიშნებათ, უმჯობესია უარი თქვან ფიჭვის დახმარებაზე.

image

12. ალვის ხე

ალვაც შესანიშნავად გვეხმარება უარყოფითი ენერგეტიკისგან გათავისუფლებაში. ხსნის ტკივილს, ნერვულ დაძაბულობას და შფოთვას. ალვას ყველაფერი ცუდი მიაქვს, მაგრამ შემდეგ ხე-დონორს უნდა მიმართოთ ბალანსის აღსადგენად.

image

13. ვაშლის ხე

ვაშლის ხე ერთერთი ყველაზე რბილად მოქმედი ხე-დონორია. ის სიამოვნებით ეხმარება ქალებს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში, აძლევს მათ ძალას, რომ ყოფით პრობლემებს გაუმკლავდნენ. ბაღის ვაშლის ხე კარგია, მაგრამ სერიოზული ნერვული აშლილობისას უკეთესია მისი ველური მოძმე მოძებნოთ სამკურნალოდ.

image

0
1534
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0