x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ქალმა ოფიციანტს თავისი საქორწინო ბეჭედი აჩუქა,რომ ოცნების ასრულებაში დახმარებოდა
imageკონკორდის მაცხოვრებელი შერონ ჰეინემანი თავის 3 დასთან ერთად პინკის კონცერტზე მიდიოდა. დები გზად ერთერთ რესტორანში გაჩერდნენ სავახშმოდ.

მათ მაგიდას ახალგაზრდა ოფიციანტი მეთიუსი ემსახურებოდა, რომელთანაც ქალებმა მალე გამონახეს საერთო ენა. დებიდან ერთერთი დაინტერესდა ყავდა თუ არა მეთიუსს შეყვარებული. გაირკვა, რომ მისი შეყვარებული მარიაც ოფიციანტი იყო და იმავე რესტორანში მუშაობდა.

მეთიუსი გამოტყდა, რომ დიდი ხანია უკვე მისი ხელის თხოვნას აპირებდა, მაგრამ ვერ იქნა და ვერაფრით ვერ მოაგროვა ფული ბეჭდისთვის. და მაშინ შერონმა მას თავისი ბეჭედი შესთავაზა.

“ჩვენ ყველა შეგვძრა შერონის საქციელმა"-ყვება მისი და რიტა-“მას ერთი წუთითაც კი არ უყოყმანია, ისე მოიხსნა თითიდან თავისი საქორწინო ბეჭედი."


image

რამდენიმე წამში კი ბედნიერი მათეუსი სატრფოს წინ ცალ მუხლზე დაეშვა და ხელი სთხოვა: “მარია, მე შენ მიყვარხარ. გახდები ჩემი ცოლი?" მან კი ცრემლმორეულმა უპასუხა-“დიახ."

ასეთი საქციელის გამო შერონი რესტორანმა უფასო ვახშამზე დაპატიჟა. მარიამ და მათეუსმა კი დები თავის ქორწილში მიიწვიეს.

შერონის თქმით, იმ მომენტში უსაზღვროდ ბედნიერი იყო: “ძალიან გამიხარდა ამ წყვილის ბედნიერება. მე ყველაფერი სწორად გავაკეთე."




0
49
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0