x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
აქტივირებული ნახშირის გამოყენების 6 მეთოდი-სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის
აქტივირებული ნახშირი ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა. ის ნაწლავების გასუფთავებაში გვეხმარება, მაგრამ მას სხვა თვისებებიც გააჩნია. მისი დახმარებით შეგვიძლია გარეგნობასაც მივხედოთ და ჯანმრთელობასაც.

image

კბილების გათეთრება

აქტივირებული ნახშირი კარიესს ებრძვის, კბილებს ათეთრებს და სუნთქვას აჯანსაღებს. განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც ბევრ ყავას სვამს და სიგარეტს ეწევა. ის ბუნებრივ სითეთრეს უბრუნებს კბილებს.


დაფხვენით ერთი აბი ნახშირი და გამოიხეხეთ კბილები ნახშირის და პასტის ნარევით. პროცედურა დღეში 1-2-ჯერ უნდა ჩაიტაროთ, რამდენიმე თვის განმავლობაში.


წყლის გაფილტვრა

აქტივირებულ ნახშირს აბსორბციის უნარი გააჩნია და წყალს წმენდს. თუ წყლის გასაწმენდად ფილტრს იყენებთ, ჩადეთ შიგ ერთი აბი ნახშირი, ასე ფილტრის მოქმედება უფრო გაძლიერდება. თუ ფილტრს არ იყენებთ, გაახვიეთ ნახშირის აბები მარლაში ( ერთი აბი ერთ ლიტრ წყალზე) ჩაუშვით წყლიან ჭურჭელში და გააჩერეთ 8 საათით.


კანის გაწმენდა

სახის გამწმენდი ნიღბები აქტივირებულ ნახშირსაც შეიცავენ. ნახშირი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა, ფორებს ავიწროებს, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ცხიმს. აქტივირებული ნახშირი სახლში მომზადებულ ნებისმიერ სახის ნიღაბს შეგიძლიათ დაუმატოთ.


კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესება

აქტივირებული ნახშირი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და იმუნიტეტსაც აძლიერებს. გამოდევნის ტოქსინებს და მძიმე მეტალებს ორგანიზმიდან. აუცილებელია დაიცვათ შეფუთვაზე დატანილი მითითებები.


მწერების ნაკბენების საწინააღმდეგო საშუალება

დაფხვენით ერთი აბი და აურიეთ მცირე რაოდენობის ქოქოსის ზეთში. წაისვით ნაკბენზე და სიწითლე და ქავილი მოგშორდებათ.


აშორებს უსიამოვნო სუნს

დაფშვნილი აბები მოათავსეთ უსიამოვნო სუნის წყაროსთან და სუნი გაქრება.


0
138
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0