x
image
melody_inside
ირანში თევზის წვიმა მოვიდა
როგორც ირანის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, 2018 წლის აპრილის ბოლოს ისფაჰანის პროვინციის რამოდენიმე ქალაქის ტერიტორიაზე წვიმის დროს ციდან მრავალი წვრილი თევზი ჩამოცვივდა, მოვიდა ეგრეთ წოდებული თევზის წვიმა – ბუნების იდუმალებით მოსილი მოვლენა, რომელსაც დღემდე არ აქვს ჭეშმარიტი ლოგიკური ახსნა.



image



სოციალურ ქსელში თევზის ცვენის სურათები არ არის, მაგრამ არის ვიდეო, სადაც გადაღებულია ქალაქ გოლპაიეგანის გარეუბანში გზაზე მოფენილი თევზები.



ჩანაწერის მიხედვით თევზი მცირე, მაგრამ ერთნაირი ზომისაა და როგორც ჩანს ერთი სახეობაა.




როდესაც სადმე თევზის წვიმა მოდის, წერენ, რომ ტორნადომ შეაგროვა თევზი ახლომდებარე წყალსაცავიდან და გადაიტანა სხვა ადგილზე. მაგრამ ირანში იმ დღეს არავითარი ტორნადო არ უნახავთ.




image




ჟურნალისტებმა მომხდარის ოთხი ვერსია შემოგვთავაზეს.


ერთი ვერსიის თანახმად, არავითარი თევზის წვიმა არ ყოფილა. მთელი ეს თევზი ავტო საგზაო შემთხვევის დროს გადმოიყარა გზაზე. თუმცა სატვირთო მანქანების ავარიის არავითარი კვალი არ აღმოჩნდა გზაზე.


კიდევ ერთი ვერსია ვარაუდობდა მცირე ზომის ტბის არსებობას, რომელიც წვიმის გამო გადაივსო და თევზებიანად გადმოიღვარა რაიონში და მათ შორის გზაზეც. თუმცა ექსპერტებმა ჯერ ვერ გაარკვიეს, იუწყებოდნენ თუ არა წვიმის შემდგომ ტერიტორიების დატბორვაზე.



მესამე ჰიპოთეზა მეორეს მსგავსია, თუმცა ამჯერად წყლის გადმოღვრაში დადანასაულეს მდინარე გებლა (Ghebla). მაგრამ ეს ვერსია ყველაზე შეუფერებელია, რადგან იმ რაიონებიდან, სადაც თევზი ჩამოცვივდა, მდინარე საკმაოდ შორსაა.

ვიდეოს სანახავად დააჭირეთ აქ

(ძალიან შთამბეჭდავი საყურებელია)

მეოთხე ვერსია სწორედ ტორნადოს შეეხება. აქ გავიმეორებთ, რომ იმ დღეს ტორნადო არავის უნახავს.

მოკლედ რომ ვთქვათ, თევზის წვიმის ფენომენი ამჯერადაც ამოუცნობი დარჩა




იხილეთ ასევე:

1.საშინელი ექსპერიმენტი, რის გამოც ბავშვებმა ლაპარაკი შეწყვიტეს

image

2. ეგვიპტეში პირამიდებთან აღმოჩენილია 4500 წლის გემი


image

3. პირველად მსოფლიოში მეტეორიტმა ადამიანი მოკლა.

image

***

***

***

0
136
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0