x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თბილისში პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

image

.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი., პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ქ. და ფ.ი. თბილისში, სასტუმროს ტიპის ერთ-ერთ დაწესებულებაში, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. ფ.ი. აღნიშნული დაწესებულების მფლობელი იყო, ხოლო ი.ქ. ადმინისტრატორად და ბარმენად მუშაობდა.
.
სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით 6 პირი გამოკითხეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით.
0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0