x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ფსიქიკური ფენომენი - ქალი, რომელსაც კლასიკური მუსიკა თითქმის განუწყვეტლივ ჩაესმოდა
ნატალია იაკუშევას ფენომენი


პეტერბურგის გეოგრაფიული საზოგადოების კომისიას, რომელიც ანომალურ მოვლენებს შეისწავლიდა, ლიტერატურის მასწავლებელმა ნატალია იაკუშევამ მიმართა. ქალის თქმით მძიმე ავადმყოფობის გადატანის შემდეგ მას საკუთარ გონებაში გამუდმებით მუსიკა ესმოდა. ეს იყო კლასიკური ნაწარმოებები - ბეთჰოვენი, ბახი, ჩაიკოვსკი. კონცერტი ზოგჯერ მოულოდნელად წყდებოდა, შემდეგ ისევ მოულოდნელად განახლდებოდა ხოლმე. გასაოცარი ის იყო, რომ მუსიკის მოსმენა სხვებსაც შეეძლოთ თუკი მის ყურს თავის ყურს მიადებდნენ. ნატალიას ქალიშვილი ხუმრობდა კიდეც - "დედა შენ შემთხვევით ტრანზისტორი ხომ არ გადაყლაპეო".


იაკუშევამ თავიდან ოტორინოლარინგოლოგს მიმართა, რომელმაც ფონენდოსკოპის მილი პაციენტის ყურში მოათავსა და კონცერტი თავადაც მოისმინა. გაოგნებულმა ექიმმა იაკუშევას ურჩია ანომალური მოვლენების სპეციალისტებისთვის მიემართა. ამგვარი რამ პრაქტიკაში უბრალოდ არ შემხვედრია და არც რაიმე თეორიაში წამიკითხავსო - ამბობდა ექიმი.


იაკუშევასთან ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა. მოვლენის რეალურობაში დარწმუნების შემდგომ დეტალების გამორკვევას შეუდგა. არმოჩნდა, რომ მაშინ, როცა ნატალია ჭურჭელს რეცხავდა, ან აბაზანაში შხაპს იღებდა, მუსიკა წყდებოდა. 15-20 წუთის შემდეგ, მუსიკა კვლავ ირთვებოდა.



მსგავსი ფენომენი სპეციალურ ლიტერატურაში ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან იყო ცნობილიც და აღწერილიც. მაგალითად ერთ-ერთ ამერიკელ ფსიქიატრს მიმართა პაციენტმა, რომელსაც მოულოდნელად მუსიკისა და სხვადასხვაგვარი ხმების მოსმენა დაეწყო. ფსიქიატრმა საბოლოოდ გაარკვია, რომ ყოველივე ეს კბილის ექიმთან სტუმრობას მოჰყვა. სტომატოლოგთან ვიზიტის შემდგომ პაციენტმა ადგილობრივი, საკმაოდ ძლიერი რადიოსადგურის გადაცემების "დაჭერა" დაიწყო. კიდევ კარგი გაარკვიეს, რომ სტომატოლოგის მიერ გაკეთებულ კბილის პლომბი შეიცავდა კარბორუნდის კრისტალებს, რომელიც რადიოტალღების დეტექტორის მსგავსად მუშაობდა.


რაც შეეხება იაკუშევას, მას სტომატოლოგთან არანაირი შეხება იმ ხანებში არ ჰქონია. თუმცა მის სახლთან ახლოს ექსპერტებმა ანძური ველი შენიშნეს. ამის მიუხედავად ტალღათა მიმღებ სადგურში კლასიკური მუსიკის გადამცემი ტალღის აღმოჩენა ვერ მოხერხდა.


როგორც ცნობილია უმარტივესი დეტექტორული მიმღები, რომელსაც ანტენა გააჩნია (მოცემულ შემთხვევაში მის ფუნქციას ადამიანის სხეული ასრულებდა, ბევრად უფრო ხმამაღლა იმუშავებს თუკი დამიწებას მიუერთებენ. ნატალია იაკუშევას "დამიწების" შედეგი იყო ის, რომ მიიღეს სრულიად საწინააღმდეგო რეაქცია - "გადაცემა" გაქრა. ქალმა კი ნამდვილად გაიხარა, ვინაიდან დაისვენა ამდენი მუსიკის მოსმენისგან.


სანამ ხმას საბოლოოდ ჩაახშობდნენ, მანამდე ნატალია იაკუშევა მეცნიერების შემდგომ ექსპერიმენტებს დათანხმდა. ერთ-ერთ რადიოტექნიკურ ორგანიზაციაში ყველა სახის რადიოტალღისგან დაცული, ჩამხშობი კამერა არსებობდა. იაკუშევა სწორედ მასში მოათავსეს. როცა ქალი კამერაში შევიდა, მუსიკა შედარებით ხმადაბალი გახდა, ხოლო როდესაც კარი დახურეს - იგი საერთოდ გაქრა.


საბოლოოდ მეცნიერებმა მართალია ამ მოვლენის ბუნება და ეტიოლოგია (გამომწვევი მიზეზი) ვერ დაადგინეს, მაგრამ ერთი რამ ნათელი გახდა - ფსიქიატრიასთან ამ შემთხვევას კავშირი არ ჰქონდა. შემდგომ პერიოდში ქალის ყურებში მუსიკა თანდათან ჩაწყნარდა და 1 წლის მერე სრულებით გაქრა.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
112
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
112
  
2018, 7 მაისი, 0:12
საოცრებააააა აბა რააა
0 1 1