x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
თურქეთის ქალაქ ჩორუმში მოსახლეობა სასაფლაოზე მტირალმა საიდუმლოებით მოცულმა გოგონამ შეაშინა
image





ქალაქ ჩორუმის (თურქეთი) მოსახლეობა ადგილობრივ სასაფლაოზე ხუთი დღის მანძილზე ზედიზედ ხედავდა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ხმამაღლა ტიროდა საფლავებზე. შეშინებული ადამიანები პანიკამ მოიცვა, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს მოჩვენება იყო.


ამ ფენომენის შესახებ Daily Sabah იუწყება.


ეს მოხდა სასაფლაო ულუზე (Ulu).



პირველად გოგონა დაინახეს 26 აპრილს (2018 წ.) მამაკაცმა აღწერა, რომ სასაფლაოზე უსახელო საფლავთან მტირალი 17 – 18 წლის გოგონა შეამჩნია. ხოლო მომდევნო ღამეს და შემდეგ სამ ღამეს გოგონას ხედავდნენ სხვა ადგილზე - 1982 წელს გარდაცვლილი ვინმე ფატიმა ს.- ს საფლავთან.



გოგონა იჯდა და ხმამაღლა მოთქვამდა. ადგილობრივ მოსახლეობაში ჭორები გავრცელდა, რამაც ჩინოვნიკებამდეც მიაღწია.


საქმე იქამდე მივიდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფატიმას საფლავზე გოგონასთვის წერილი დატოვეს, რომელშიც ეწერა, რომ თუ მას დახმარება ესაჭიროებოდა, მისულიყო ამადა ამ ადგილზე და მიემართა ამისთვის და ამისთვის.


იმდენად, რამდენადაც გოგონას საქციელმა შემაშფოთებელი ჭორები გამოიწვია, პოლიციამ სამძებრო ღონისძიება წამოიწყო და ფატიმას საფლავთან დაცვა დააყენა. გოგონა იმ ღამითაც მივიდა. მას ეცვა მთლიანად შავი ტანსაცმელი და ღია წითელი ფერის ფეხსაცმელები. მაგრამ შეამჩნია თუ არა პოლიცია, ისე სწრაფად გაიქცა, რომ ვერ დაეწიენ.





image



ფანრიანი მამაკაცი ცდილობს საიდუმლოებით მოცული გოგონას პოვნას



მომდევნო ღამეს სასაფლაოს გარშემო უკვე სამასამდე ცნობისმოყვარე და მომხდარით აღელვებული ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა.




ისინი ელოდნენ როდის მოვიდოდა გოგონა, რათა ენახათ თუ ვინ იყო ის.


მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ შესასვლელი გადაკეტა, ადამიანების ჯგუფმა შესძლო სასაფლაოს ღობეზე კიბის დახმარებით გადასვლა. პოლოციამ ისინი დააკავა.


ამჯერად გოგონა არ მოვიდა და პოლიციამ სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა. მაგრამ ჯერჯერობით მათ არავინ დაუფიქსირებიათ.



ამ სასაფლაოს მესაფლავე ემერ შენი დარწმუნებულია, რომ გოგონა ან ნარკომანია ან დალევის მოყვარული და სასაფლაოზე მოდის ან წამლის გასაკეთებლად ან დასალევად.


ადგილობრივებს კი ჯერათ, რომ გოგონა რაღაც ზებუნებრივია, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა პოლიციამაც კი ვერ შეძლო მისი დაჭერა.




იხილეთ ასევე:

1. აღმოჩენილია უცნაური ქვა, რომელიც ლითონის ლურსმნებს ადნობს

image

2. საშინელი ანარეკლები სარკეში, რის შემდეგაც სარკის შიში გექნებათ!

image

3. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით 23 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა უცხოპლანეტელებთან ბრძოლაში

***

*

0
453
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0