x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ბანანის ნიღაბი თმის ზრდის სტიმულირების და ბუნებრივი ლამინირებისთვის
image


მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიღაბს «ბანანის» ჰქვია, აღნიშნული ინგრედიენტის გარდა, მასში კიდევ 3 კომპონენტი შედის: ლუდი, კვერცხი და თაფლი.

ლუდი რომ თმის ზრდას უწყობს ხელს, უძველესი დროიდან არის ცნობილი. გარდა ამისა, მას დაზიანებული თმის აღდგენა და მისთვის ჯანსაღი იერის მინიჭება შეუძლია. ეს სასმელი ყველა იმ კომპონენტს შეიცავს, რომელიც საჭიროა თმის ზრდისთვის: ვიტამინი В, რკინა, მაგნიუმი, კალიუმი და საფუარი.

ლუდი და ბანანი წყვილში, საუკეთესო წამალია დაზიანებული თმის სამკურნალოდ. ბანანში არსებული ნატურალური ცხიმები და ვიტამინები (PP, A, C, E, К, PP და B ჯგუფის ვიტამინები) საუკეთესო საკვებია თმისთვის. გარდა ამისა, ის მის ბზინვარებას და კანის ელასტიურობის ამაღლებას უზრუნველყოფს, თავის თმით დაფარულ ნაწილში. ბანანი აძლიერებს თმას და აჩქარებს მის ზრდას.

თაფლი, ამ ნაზავში — იმ ვიტამინების (B1, B2, B3, B5, B6, B8, B9, C და მინერალები: მოლიბდენი, რკინა, მაგნიუმი, სპილენძი და სხვა.) წყაროა, რომელიც თმის ცვენას ამცირებს.

ნიღბის მეოთხე კომპონენტი — კვერცხი, კანს ქერტლისგან იცავს და მის სისუფთავეს უზრუნველყოფს. ის ინფექციებისგან იცავს თმას და კანს.


ინგრედიენტები:


ბანანი — 1 ცალი

კვერცხის გული — 1 ცალი


თაფლი — 1 ს. კ.

მუქი ფერის ლუდი — ½ ჭიქა


მომზადება და გამოყენება:


I. გაფრცქვენით და პატარა ნაჭრებად დაჭერით ბანაბი.

II. ბლენდერში ჩაასხით ლუდი, დაამატეთ დაჭრილი ბანანი და კვერცხის გული. დააბლენდერეთ, ერთფეროვანი მასის მიღებამდე.

III. დაამატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ.

IV. დაიტანეთ მიღებული ნაზავი თავის კანზე და თმაზე.

V. დაიხურეთ შხაპის ქუდი.

VI. ნიღაბი გაიჩერეთ 2 საათის მანძილზე და თავი შამპუნით დაიბანეთ.

VII. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ, 1 თვის მანძილზე.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image ჭაღარა თმასთან ბრძოლის ხალხული მეთოდი
თმის მოვლის და დაცვის ძირითადი წესები. შეღებილი თმის მოვლა (ბალზამი თუ კონდენციონერი?)
10 შეცდომა, რომელსაც შხაპის მიღების დროს, უმრავლესობა უშვებს

0
110
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0