x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
შატურის საიდუმლო - ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენა რუსეთში
შატურის საიდუმლო - ამოუცნობი მფრინავი ობიექტი


რუსეთის ქალაქ შატურში 1990 წელს მოხდა პირველი დონის კონტაქტი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან. ეს საქმე 20 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. სიჩუმე მხოლოდ 2010 წელს დაარღვია თვითმხილველთა მკურნალმა ექიმმა და ჟურნალ "რელიგია და მეცნიერება"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.


ალა რიაბცევა - რუსეთის კლინიკური მედიცინის მოსკოვის საოლქო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ოფთალმოლოგიური განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:


ოფთალმოლოგი ალა რიაბცევა ალექსეევნა



"ეს შემთხვევა 1990 წელს მოხდა. 16 მარტს. საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის შატურის ლაზერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე. ამ დღეს დილის 6 საათზე სასადილოს გამგემ, გენადი მარკოვინმა თავისიკაბინეტის ფანჯრიდან ცის ჩამუქებულ ფონზე დაინახა მრგვალი, მბრწინავი დისკოს ფორმის მფრინავი ობიექტი. მისი ცენტრალური ნაწილიდან წითელი სხივი იღვრებოდა. მფრენი ობიექტი სვიატოეს ტბის მხარეს ნელა მოძრაობდა ინსტიტუტის შენობის მიმართულებით. მერე უცებ გაჩერდა და ტბის შუა ნაწილში ცაზე დაეკიდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე იყო, შემდეგ დისკმა მანევრირება დაიწყო. ხან მარჯვნივ უხვევდა, ხანაც მკვეთრად იხრებოდა მარცხენა მხარეს და თანაბრად ირწეოდა.


მარკოვინის კაბინეტში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე იყო, სასადილოს 9 მუშაკი მოგროვდა ამ მაბის სანახავად. ყველა მათგანი ფანჯარას მიაწყდა. მფრინავმა ობიექტმა ცოტა ხანი იტრიალა ცაზე და შემდეგ გაქრა. შემდეგ მოხდა ძალიან უსიამოვნო და მოულოდნელი რამ, ყველა დამკვირვებელს თვალზე იასამნისფერი ლიბრი გადაეკრა. 2 კვირის შემდეგ ზოგს ეს ლიბრი გაუფერმკრთალდა და თავისით გაუქრა, მაგრამ დანარჩენებს ტკივილი და წვა დაეწყოთ. მხედველობაც მკვეთრად დაუქვეითდათ. ზოგს თვალის გუგა დაუზიანდა, ზოგს ბადურა ჩამოეშალა, სამ პიროვნებას კი დამწვრობა განუვითარდა.


ჩემს მრავალწლიან ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. უჩვეულო იყო არა მარტო ტრავმის განვითარების გარემოებები, არამედ თვალის დეფექტები. "იასამნისფერი ბურუსის" ფენომენი, რომელიც მფრინავი ობიექტის თვითმხილველებს გამოუვლინდათ. ოფთალმოლოგებმა დღემდე ვერ ამოხსნეს თუ ზუსტად რამ გამოიწვია ეს. როდესაც ჩვენ შატურის ფენომენის შესახებ მოხსენება წავიკითხეთ "ზიგელის შეკრებებზე", გაირკვა, რომ მძლავრ ნათებებს, როგორც წესი სწორედ "მფრინავი თეფშების" დამკვირვებლები ხედავენ. მსგავსი აღმოჩნდა პირადი შეგრძნებები - შიშის შეგრძნება, დამთრგუნველობა და შეშფოთება. ამ შეგრძნებებს შატურის ფენომენის მრავალი თვითმხილველი განიცდიდა.


დღემდე ეს მოვლენა ამოუხსნელია, თუმცა არაერთი ვერსიაა. ჩემთვის მთავარია სხვა რამ - შევზლებთ თუ არა მხედველობა შევუნარჩუნოთ მფრინავი თეფშის თვითმხილველებს. ისინი დღემდე აღრიცხვაზე არიან ჩვენთან. მიმაჩნია, რომ ამ დაკვირვების შედეგები უფრო მძიმე იქნებოდა მაშინ, თუ ისინი არა დაკეტილი, არამედ ღია ფანჯრიდან დაუწყებდნენ ყურებას ობიექტს. მინა შთათქვას ულტრაიისფერ გამოსხივებას. ხოლო ის, რასაც თვითმხილველები აკვირდებოდნენ, ფერის მიხედვით სწორედ ულტრაიისფერი გახლდათ, თანაც ისეთი ძლ;იერი გამოსხივებით, რომ გააღწია მინაში და ხალხს თვალის ბადურა დაუზიანა იმ დონეზე რომ როგორც უკვე აღვნიშნე რამდენიმეს ბადურა ჩამოეშალა. ყოველივე ამის შემდეგ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შატურის ფენომენის დამკვირვებლებს ნამდვილად გაუმართლათ."




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
735
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
735
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0