x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მადლობა ჩემს არამზადა შეყვარებულს
image
ღალატსას კი თავის დადებითი მხარე აქვს, ამტკიცებს შანაი მარტინი.როდესაც გაიგო გოგონამ, რომ მისი ბოიფრენდი სხვა გოგოსთან დაძვრებოდა, გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება კარდინალურად შეეცვალა, რაც იმით დასრულდა, რომ 9 თვეში 25 კილოგრამი დაიკლო.


გოგონამ ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელა, რასაც უამრავი მოწონება და 13 ათასი გაზიარება მოჰყვა.

image

Unilad-თან ინტერვიუში გოგონამ განაცხადა, რომ შეყვარებულს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა, სანამ ერთ დღესაც არ გაიგო, რომ მისი ბოიფრენდი სხვა გოგოს ხვდებოდა, საინტერესოა, რომ გოგონამ არ ატეხა სკანდალი, ტაილანში დასასვენებლადაც კი წავიდა შეყვარებულთან ერთად, მაგრამ დიდხანს ვერ შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა, ნერვიულობის ნიადაგზე მადა დაკარგა და ფაქტობრივად აღარ ჭამდა.ამასთანავე სტრესებს რომ გამკლავებოდა, სამსახურში ფეხით დაიწყო სიარული და შედეგიც მიიღო:9 თვეში 25 კილოგრამი დაიკლო.


image

"შევამჩნიე, რომ უფრო აქტიური ვხდებოდი, ხოლო წონა ჩემს თვალწინ ქრებოდა-უნდა ავღნიშნო, რომ ეს სტრესის დამსახურებაა"-აღნიშნა გოგონამ.


"უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემნაირ სიტუაციაში აღმოჩნდება, ვინმე თუ გულს გაგიტეხთ ეს სამყაროს დასასრული არ არის, თავი მაღლა ასწიეთ და გახსოვდეთ, ექვსი თვის შემდეგ ეს ამბავი სასაცილოდაც არ გეყოფად.დამიჯერეთ!"-დასძინა გოგონამ.

image

ახლა გოგონას აღარ ბრაზობს ყოფილ შეყვარებულზე, რადგან მისმა უნამუსო საქციელმა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლა: იგი რეგულარულად ვარჯიშობს და არის ბედნიერი. გარდა ამისა, შანაის ცხოვრებაში ჭეშმარიტად მოსიყვარულე ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა.


imageიხილეთ აგრეთვე

image

1
696
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
696
  
2018, 5 მაისი, 23:35
საინტერესოა, ისევ ძველ წონას რომ დაუბრუნდეს, ის ახალი ,,ჭეშმარიტად მოსიყვარულე მამაკაცი" მაინც ჭეშმარიტად მოსიყვარულე დარჩება?)))
0 1 1