x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რაში გამოდგა მართალი კარლ მარქსი?-200 წელი გერმანელი ფილოსოფოსის დაბადებიდან
image

200 წლის წინ, 1818 წლის 5 მაისს დაიბადა გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი კარლ მარქსი.

მოდით გადავამოწმოთ მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი "კაპიტალი" გავარკვიოთ, რომელმა მისმა დებულებებმა გაუძლო დროს და რა დარჩა უტოპიად.


რაში აღმოჩნდა მარქსი მართალი



1) მონოპოლია-კაპიტალიზმი, რომელიც არ შემოიფარგლება რაიმე მარეგულირებელი პროცესით, ობიექტურად იწვევს მრეწველობის და მონოპოლიების კონცენტრაციას. მონოპოლიზაცია ეკონომიკის სიმსივნური წარმონაქმნია და მარქს, ა მკაფიოდ და სწორად შენიშნა იგი.



2)ფინანსური სპეკულაცია- რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს და გააძლიეროს კრიზისი ეკონომიკაში. მარქსი გვაფრთხილებდა, რომ თუ ფინანსურ სექტორს თავის ნებაზე მივუშვებთ, ის დაიმონებს რეალური ეკონომიკას, რომელსაც დღეს ვხედავთ. ფორმულა "ფული -საქონელი-ფული" ნაცვლად ვღებულობთ "ფული-ფული". გასაკვირი არ არის, რომ დღეს ასეთი ხუმრობა არსებობს: "ინვენსტიცია-ეს არის არშემდგარი სპეკულაცია".


3)გლობალიზაცია- მარქსი ცხოვრობდა იმ დროს, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ არ იყო დიდი სოფელი. მაგრამ მან ჯერ კიდევ მაშინ აღნიშნა, რომ მსოფლიო კაპიტალი მეჯლისის მმართველი იქნება, ხოლო მსოფლიო ეკონომიკა ერთგვაროვანი გახდება.


4)ბიუროკრატია, - რომელიც სახელმწიფოს ძირს უთხრის . ჩვენ ვხედავთ საკმაოდ ხშირად, რომ საზოგადოების ინტერესები დამახინჯებულია, გადატანილია უკანა ფონზე, თუ ბიუროკრატები საკუთარ თავზე არ გრძნობენ კონტროლს.


5)მეცნიერების როლი- მოსალოდნელი მეცნიერების გასაოცარი როლი წარმოების განვითარებაში - სამეცნიერო ცოდნის ტრანსფორმაციას "პირდაპირი პროდუქტიულობის ძალად"გარდაქმნაში, რაც სინამდვილეში XIX და XX საუკუნეების რეალობად იქცა.


6)მატერიალური უთანასწორობა და შემოსავლის პოლარიზაცია. მარქსი ობიექტურ პროცესს აღწერდა, როდესაც სიმდიდრის კონცენტრაცია ერთ პოლუსზეა და მასობრივი სიღარიბის კონცენტრაცია მეორეზე.

ეს სიტუაცია გაუმჯობესდა მე -20 საუკუნეში. სოციალურ-საბაზრო ეკონომიკამ და კეთილდღეობის დამყარებამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ეს უთანასწორობა მნიშვნელოვნად შესუსტდა განვითარებულ ქვეყნებში.

1950-იან და 1960-იან წლებში უკვე შეუძლებელი იყო კლასიკური საზოგადოების შესახებ საუბარი. დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, ფაქტობრივად, მშვიდი სოციალისტური რევოლუცია მოხდა - კაპიტალიზმს სოციალიზმი შეერწყა.


მარქსის რომელი მოსაზრებები იყო უტოპიური


1)მარქსი მიიჩნევდა, რომ ბურჟუაზიასთან პროლეტარიატის შეჯახება გარდაუვალი იყო. მაგრამ სოციალური დემოკრატიების შემდგომმა გამარჯვებამ, დამსაქმებელთა უფრო პასუხისმგებლურმა ქცევამ, ძლიერმა პროფკავშირებმა შეამსუბუქა კაპიტალიზმის ეს სიმახინჯეები.


2)რევოლუციების იდეალიზაცია. მარქსი ფილოსოფოსი იყო, რომლის ამოცანა იყო მსოფლიოს შეცვლა და არა მხოლოდ მისი შესწავლა. ისტორიამ აჩვენა, რომ რევოლუციები, როგორც წესი, მთავრდება ცუდად, მათი შედეგები არასდროს აკმაყოფილებს ხალხის სწრაფვას.


3)კომუნიზმის უპირატესობა და მსოფლიო რევოლუცია. მარქსისთვის აშკარა იყო, რომ შეუძლებელი იყო ერთი ნახტომით კომუნიზმის აშენება, კომუნიზმი ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივი პროცესი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რუსეთსა და ჩინეთში რადიკალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელმაც მისი იდეები უაღრესად გაუმართავი ფორმით მიიღეს. ლენინი და ტროცკი დარწმუნებული იყვნენ, რომ დანარჩენ მსოფლიოს მალევე რევოლუციები მოიცავდა. ეს არ მოხდა და ხელისუფლებასაც არ უნდოდა ძალაუფლების დაკარგვა, ამიტომ კომუნიზმის მშენებელობა ცალკეულ ქვეყნებში დაიწყეს. ამ ექსპერიმენტმა ძირითადად არ გაამართლა. მარქსი ნამდვილად გაოცებული იქნებოდა, თუ სტალინურ რეპრესიებს "მარქსიზმ-ლენინიზმით" იდეებს ამოფარებულს იხილავდა.




2
249
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
249
  
2018, 6 მაისი, 14:12
მარქსი ისეთივე გერმანელია,როგორიც მე ჩინელი ვარ.უბრალოდ, გერმანულენოვანი ორთოდოქსი ებრაელი იყო.
2018, 5 მაისი, 19:41
ებრაელი :)
0 1 2