x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
აეროპორტში მგზავრს 50 პატარა ნიანგი ჩამოერთვა

image


ერთერთ საერთაშორისო მგზავრს, რომელიც პატარა ნიანგების ტრანსპორტირებას ცდილობდა, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ბრიტანელმა მესაზღვრეებმა 50 ნიანგი ჩამოართვეს.


ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, ერთი წლის ასაკის 50 რეპტილია მალაიზიის რეისით ჩამოიყვანეს. ნიანგების ჩამორთმევის მიზეზი მათი ტრანსპორტირების წესის დარღვევა გახდა – ოთხი ნიანგისთვის განკუთვნილ თითოეულ ყუთში ათი რეპტილია იყო მოთავსებული. ადგილის უკმარისობის გამო, ერთ-ერთი ცხოველი მოკვდა.


ნიანგები კემბრიჯშირში მდებარე ფერმაში უნდა მიეყვანათ, სადაც ხორცის წარმოებისთვის მათი გამრავლება იგეგმებოდა. გადარჩენილ 49 რეპტილიას მალაიზიაში დააბრუნებენ.

1
115
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
115
  
2018, 5 მაისი, 20:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1