x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გადაიღე ფოტო და იცხოვრე ფუფუნებაში-რამდენს უხდიან კაილი ჯენერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოსთვის?
image კარდაშიანების ოჯახიდან უმცროსი, - კაილი ჯენერი ამა წლის თებერვალში მშობიარობის შემდეგ, რა დროსაც მოდელმა ქალიშვილი სტორმი გააჩინა, აქტიურად დაუბრუნდა სამუშაოს, მანამდე 6 თვის განმავლობაში კაილი პრაქტიკულად არ აქვეყნებდა ფოტოებს სოციალურ ქსელში და ამ მხრივ ვერ ახარებდა ფანებს.

image

რა არის მისი საქმიანობა? ეს გახლავთ კოსმეტიკური ბრენდი Kylie Cosmetics და ფოტოების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში.ანალიტიკური კომპანიის D'Marie Analytics-ის ინფორმაციით მისთვის უფრო მომგებიანია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სარეკლამო ფოტოები, ეს იქნება Instagram, Twitter თუ Snapchat-ი.ჰონორარის წლიური რაოდენობა თითქმის ერთი მილიონი დოლარია, რითაც "კარდაშიანების კლანის" ყველა წარმომადგენელს აჯობა.

image


image

"კაილი-ეს არის უდავო მსოფლიო ბრენდი, რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ მარკეტიკის და რეკლამის ინდუსტრიაში მან მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია, ბევრმა გამოცდილმა პროფესიონალმაც კი ვერ შეძლო ეს."-ნათქვამია ანალიტიკური კომპანიის განცხადებაში.

image

შედარებისთვის მისი უფროსი დების შემოსავალი უფრო "მოკრძალებულია":კიმ კარდაშიანის წლიური ჰონორარი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სარეკლამო ფოტოებისთვის 500 000 დოლარია, ხოლო ხლოი და კორტნი-250 000-$-ს იღებენ.

imageსხვა სიახლეები შოუ ბიზნესიდან იხილეთ აქ

1
661
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
661
  
2018, 5 მაისი, 20:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1