x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 ხრიკი, რომელიც სარეცხის რეცხვას ამარტივებს და ეფექტურს ხდის

მეცნიერები მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიების შექმნაზე და გაუმჯობესებაზე კი არ მუშაობენ, ახალ-ახალ ხრიკებსაც იგონებნ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად. აქ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, სარეცხის რეცხვასთან დაკავშირებით, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.


ყავა და ჩაი შავი სამოსისთვის

image

ჩაი და ყავა ნატურალური საღებავებია და რეცხვის დროს, შეიძლება ამ სასმელებიდან ერთ-ერთის, მუქი ფერის საღებავის ფიქსირებისთვის გამოყენება: ახლად დაყენებული, 0, 5 ლ. შეგრილებული (ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს რეცხვის ტემპერატურას) ჩაი ან ყავა ჩაასხით სარეცხი მანქანის ბარაბანში, როდესაც გავლების რეჟიმზე გადავა. imageშამპუნი საყელოში და სახელოებში ჩამჯდარი ჭუჭყის წინააღმდეგ image
შამპუნი ამ ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, რომლის პირდაპირი დანიშნულება — ცხიმის მოცილება არის, კარგად უმკლავდება საყელოში ჩამჯდარ რთულად მოსაცილებელ ჭუჭყს. იმისთვის რომ პერანგი კარგად გაირეცხოს, დაიტანეთ ხსენებული სითხეებიდან რომელიმე პრობლემურ ადგილებზე. გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივ გარეცხეთ. imageთმის ლაქი მელნის ლაქების ამოსაყვანად
image


ქსოვილიდან მელნის ლაქების ამოსაყვანად, ჯაგრისით ხეხვის ნაცვლად, შეგიძლიათ თმის ლაქი გამოიყენოთ: მიასხურეთ ლაქი პრობლემურ ადგილს და მაშინვე ქაღალდის თეთრი ხელსახოცი ან სამზარეულოს პირსახოცი დააფარეთ და ხელით დააწექით. ამ მეთოდით, ძველი ლაქების ამოყვანაც კი არის შესაძლებელი.imageთმის კონდენციონერი, პირვანდელი ზომის დასაბრუნებლად

image
სამოსისთვის პირველად ფორმის და ზომის დაბრუნება თმის კონდენციონერით არის შესაძლებელი: 1/4 ჭიქა კონდენციონერი გახსენით საჭირო რაოდენობის გრილ წყალში (წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ ნივთი წყლით დაიფაროს). ჩაალბეთ სამოსი ხსნარში, გააჩერეთ 20‒30 წუთი და გაავლეთ სუფთა წყალში (თუ შემდგარია, ჯერ ხელით გაწელეთ საჭირო ზომამდე და ისე გაავლეთ).imageხაფანგი ფერის და ჭუჭყისთვის

image


ე. წ. ხაფანგი, სინამდვილეში პატარა ქსოვილის ხელსახოცია, ჭუჭყისა და საღებავების შეწოვის თვისებით. ის სპეციალური შემადგენლობის ხსნარით არის დამუშავებული და მანქანაში, სარეცხთან ერთად თუ მოხვდება, მთლიანად იწოვს ნივთების მიერ გამოყოფილ, ჭუჭყს და საღებავს.imageეთერზეთები სიახლისთვის

image


რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი დაამატეთ სარეცხი მანქანის ბარაბანში, გავლების რეჟიმზე გადასვლის დროს. ეს სარეცხს სასიამოვნო სურნელს მიანიჭებს. ხოლო, ლიმონის ეთერზეთს ლაქების ამოყვანაც შეუძლია.imageყინულის კუბიკები ნაოჭების წინააღმდეგ

image
სამოსი რომ არ დაიჭმუჭნოს, სარეცხის მანქანაში, შრობის რეჟიმზე ან საშრობში, ერთდროულად ბევრი ნივთი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, გაშრობის დროს, ბარაბანში რამდენიმე კუბიკ ყინულს თუ მოათავსებთ, მანქანიდან მშრალ და დაუთავებულ ტანსაცმელს გამოიღებთ.imageშალის გორგლები სირბილისთვის

image
გარეცხილი თეთრეული რბილი რომ იყოს, შრობის რეჟიმში, მანქანის ბარაბანში, ნეიტრალური ფერის, შალის გორგლები უნდა მოათავსოთ. მაგრამ, შავი ფერის ნივთებისთვის, ამ ხრიკის გამოყენება არ შეიძლება.imageფოლგა შრობის ხანგრძლივობის შესამცირებლად

image
ყველასთვის ცნობილია, რომ თუ ალუმინის ფოლგის ბურთულებს, სარეცხის რეცხვის დროს, მოათავსებთ მანქანის ბარაბანში, სამოსი აღარ დაიმუხტება. მას ანტისტატიკური ფუნქცია აქვს ქსოვილისთვის. მაგრამ, თუ ფოლგის ბურთულებს შრობის რეჟიმშიც გამოიყენებთ, — სარეცხი უფრო სწრაფად გაშრება.imageამოსაცნობი ნიშნები


image


თუ საშუალება არა გაქვთ, რომ ლაქა სამოსიდან მაშინვე ამოიყვანოთ, ვიდრე სარეცხის კალათში ჩადებთ, კარგი იქნება, თუ მას რამე «ნიშანს» დაადებთ. ასე, მოგვიანებით, როდესაც სარეცხის რეცხვას შეუდგებით, რთული არ იქნება ლაქის მოძებნა და თან, ნიშანი, მისი დავიწყების საშუალებას მოგცემთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageროგორ გავწმინდოთ კერამიკული ფილები მარტივად და დავიცვათ ჭუჭყისგან ხანგრძლივად
20 ხრიკი სახლის სწრაფად და ხარისხიანად დალაგებისთვის

7 ხრიკი და 60 წუთი სააბაზანო ოთახის იდეალური სისუფთავისთვის



1
300
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
300
  
2018, 5 მაისი, 20:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1