x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ხრიკები, რომლებიც დასუფთავებაში დაგეხმარებათ - დიასახლისებო, გაითვალისწინეთ
ბევრი თქვენგანისთვის, დასუფთავება, მტკივნეული თემაა, რადგან ის ძალებთან, დროსთან და ფუჭე იმედებთანაა დაკავშირებული. თუმცა, არსებობს გზები, რომელთა გათვალისწინება გაამარტივებს და დაასწრაფებს წმენდის პროცესს. ამიტომ, იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო სუფთა და მარტივი გახდეს, ჩემს მიერ წარმოდგენილი რამდენიმე ხრიკი, დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ საოჯახო თუ ცხოვრებისეულ ყოფით პირობებს.


გთავაზობთ მარტივ და ხელმისაწვდომ ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ სისუფთავეში.




1. როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძელი?image


თუ თქვენი ავტომობილის სავარძლები დასვრილია, ქიმწმენდის ფული კი არ გაქვთ, რაგდან ის გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება, შემოგთავაზებთ მარტივ პროცედურას, რომელიც სავარძლებს წარმოუდგენელ სისუფთავეს დაუბრუნებს.



ამისათვის დაგჭირდებათ:


● თხევადი საპონი.

● ძმარი.

● გაზიანი მინერალი.



ეს ბუნებრივი, მეტად იაფი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ინგრედიენტები იდეალურად გაწმენდს თქვენი ავტომობილის სავარძლებს (და არა მარტო ავტომობილის). 1 ჭიქა თხევადი საპონი, 1 ს.კ. ძმარი და გაზიანი მინერალი ჩაასხით ბოთლში, შეურიეთ ერთმანეთს მძლავრად შენჯღრევით, მიასხურეთ დალაქულ ადგილებს და დააყოვნეთ 7-10 წუთით, შემდეგ კი მშრალი ღრუბლით ან ფუნჯით გაასუფთავეთ წრიული მოძრაობით. გაგიკვირდებათ როგორ ადვილად გაშორდება ლაქები თქვენ სავარძლებს.


თუ ლაქა ღრმად არის ჩამჯდარი და ერთი ცდით არ ამოშორდა სავარძლიდან, მოსინჯეთ მშრალის ნაცვლად თბილ წყალში ჩასველებული ღრუბლით და პროცედურა გაიმეორეთ ორჯერ.







2. როგორ გავათეთროთ ბოსტნეულის საჭრელი დაფა?image


დალაქული დაფები ადვილად გათეთრდება, თუ ცხელ წყალში ჩაალბობთ და მარილით გაწმენდთ. გამოიყენეთ ჭურჭლის, უხეში ღრუბელი ან ჯაგრისი. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ მათეთრებელი საშუალებები.







3. როგორ გავწმინდოთ დალაქული ხალიჩა?image


კარგად დაასველეთ ხალიჩაზე ლაქების ადგილი, დააყარეთ საცხობი (საკვები) სოდა და დააყოვნეთ 10 წუთით, შემდეგ კი მტვერსასრუტით ამოწმინდეთ. 1 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი გააზავეთ 2 ჭიქა, თბილ წყალთან და უხეში ჯაგრისით გახეხეთ ამ საშუალებით. კარგად გააშრეთ. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.







4. როგორ გავწმინდოთ ქრომირებული ზედაპირის მქონე ონკანები?image


იმისათვის, რომ ქრომირებულ ზედაპირიანი ონკანები (და სხვა) ბრწყინავდეს დიდხანს და დასუფთავების მოსაბეზრებელმა პროცედურებმა დრო არ წაგართვათ, ის უბრალოდ გაწმინდეთ ცვილის ქაღალდით (საცხობი- პერმარგანატი). შედეგი წარმოუდგენელია.






5. როგორ გავათეთროთ გაყვითლებული ნიჟარა?image


ალბათ, ბევრს გაქვთ ოჯახში ძველებური, ემალის ან თუჯის მასალის ნიჟარა, რომელიც გამუდმებით წმენდას საჭიროებს ქიმიური საშუალებებით, რადგან ადვილად ყვითლდება მათი ზედაპირი. გთავაზობთ მარტივ ხრიკს, როგრ გავათეთროთ ის ადვილად.


2 სუფრის კოვზი კირი და 2 სუფრის კოვზი სოდა შეურიეთ ერთმანეთს და ამ ნარევის ნესტიანი მასით დაფარეთ გაყვითლებული ადგილი. გააჩერეთ, 10 წუთის შემდეგ კი დაასხით 50 გრ მათეთრებელი და 50 გრ თეთრი ძმარი. ნახევარი საათის შემდეგ მოხეხეთ და კარგად გარეცხეთ თბილი წყლით. ნიჟარა იბრწყინებს.






6. როგორ გავწმინდოთ ნაჭრის დივანი?image


ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს ნაჭრის, ღია ფერის დივანი სახლში, რომელიც, დამეთანხმებით რთული მოსავლელია. ლაქები კვლავ არის და ვერაფერი მოუხერხეთ? სწორედ ეს საშუალება, რომელსაც შემოგთავაზებთ, ძალიან დაგეხმარებათ.


1 სუფრის კოვზი სოდა, 1/3 ჭიქა თეთრი ძმარი და 1 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი ჩაყარეთ ცხელ (მდუღარე არა) წყალში (დაახლოებით 1 ჭიქა). ამ ნარევით გარეცხეთ დალაქული ადგილები, გამოიყენეთ ჯაგრისი. გაწმენდის შემდეგ კი კარგად გაამშრალეთ და ზედაპირზე მოაყარეთ სოდა, გააჩერეთ 1-2 საათი და შემდეგ მტვერსასრუტით ამოწმინდეთ.






7. როგორ გავათეთროთ მეტალო პლასტმასის ფანჯრები?image


განსაკუთრებით ზამთრში, როდესაც გარეთ ცუდი ამინდია, ქარია, წვიმაც ხშირად მოდის, მეტად ისვრება თქვენი მეტალო პლასტმასის ფანჯრები, სუსხიან ამინდებში ე.წ "უბორკა" წარმოუდგენელია, გაზაფხულზე კი დალაქული ჩარჩოს ადვილად გათეთრება ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ გასწავლით მარტივ ხრიკს, რის შემდეგაც თქვენი ფანჯრები ახალივით იბრწყინებს.


დაყარეთ ჩარჩოსა და შავ ადგილებზე სოდა, წინასწარ კი, იქონიეთ გაზავებული წყალი და ძმარი 1:1 კომბინაციით, რომელსაც ფანჯარაზე მოასხამთ სოდის ზევიდან. გააჩერეთ 15-20 წუთი და კბილის, ძველი ჯაგრისით გახეხეთ. გაწმინდეთ სველი ჩვრით, შემდეგ კი მოამშრალეთ. შედეგი მართლა წარმოუდგენელია. (პირადათ გამოვცადე)





იხილეთ აგრეთვე:



როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები მარტივად. ამის ცოდნის შემდეგ ქიმწმენდა აღარ დაგჭირდებათimage





სისუფთავის 5 საიდუმლო, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგებაimage





ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლოimage





როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?image





როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკებიimage





როგორ გავწმინდოთ სამკაული ძველებურად რომ იბრწყინოს?image





აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?image





როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან - რჩევები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგებაimage





სარეცხის მანქანით რეცხვის 5 საიდუმლო. დიასახლისებო ეს უნდა იცოდეთ!image




1
786
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
786
  
2018, 5 მაისი, 20:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1