x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კანიბალმა ჯერ მოკლა სექსმუშაკი,შემდეგ კი მისი ორგანოები საყინულეში შეინახა

image63 წლის ალფრედ უ.-მ ვენიდან მოკლა სლოვაკი მეძავი, ხოლო მისი ორგანოები მაცივარში შეინახა, რომ შემდეგ შეეჭამა.

პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო გამოძიება, როდესაც ადგილობრივმა მეთევზეებმა ავსტრია-უნგრეთის საზღვართან, ნოიზიდლის ტბაში ადამიანის ტორსი აღმოაჩინეს.მოგვიანებით პოლიციამ შეძლო გარდაცვლილის სხეულის სხვა ნაწილების პოვნაც, მათ შორის იყო თავიც.

image

დაიწყო გამოძიება და დაადგინეს დამნაშავეც, ის აღმოჩნდა 63 წლის ალფრედ უ, რომლის მაცივრის საყინულეში ადამიანის ორგანოები აღმოაჩინეს, როგორც ბრალდებულმა აღიარა, სახლში სექს-მუშაკი გამოიძახა, მოკლა, აბაზანაში ხერხით და დანით დაანაწევრა, შიდა ორგანოები საყინულეში შეინახა, აპირებდა მოგვიანებით მის ჭამას, ხოლო ტანი ტბაში გადააგდო.

image

აღსანიშნავია, რომ ალფრედი 32 წელის იჯდა ციხეში მამაკაცზე თავდასხმის და მისი შეყვარებულის გაუპატიურების გამო, სხვათა შორის მაშინაც ქალს ძუძუ მოაჭამა.

მამაკაცმა ისიც აღიარა, რომ ციხეში უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს ვიდრე გარეთ თავისუფალი, როგორც თვითონ აღნიშნა, მეძავი იმიტომ მოკლა, რომ მისი საქციელი არ მოეწონა:

"ვთხოვე თბილად მომქცეოდა, ყოფილიყო ალერსიანი და ჩემთვის ეკოცნა, იმან უარი მითხრა, მკერდზე ხელი წავავლე, იმან კიდევ ყვირილი ატეხა, ვეღარ ავიტანე მისი ყვირილი და გავგუდე"

"არ ვარ ცუდი ადამიანი, უბრალოდ მინდოდა, რომ ქალებს ვყვარებოდი, მაგრამ ისინი ყოველთვის ცუდად მექცეოდნენ."

ამჟამად დამნაშავე ეიზენშტატის იზოლატორშია გამომწყვდეული.

imageიხილეთ აგრეთვე

image

0
104
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0