x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"დაუვიწყარი სანახაობა" - მცხეთის ქ/ა "როკვა" გრანდიოზული სოლო-კონცერტისთვის ემზადება


მცხეთის კულტურის ცენტრის ქ/ა როკვა

ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" 2018 წელს ანსამბლის 15 წლის იუბილეს გრანდიოზული სოლო-კონცერტით აღნიშნავს.
ანსამბლი "როკვა" ქალაქ მცხეთაში 15 წლის წინ დაარსდა, ქ-ნ ნინო იმერლიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლმა ამ წლების განმავლობაში უამრავ წარმატებას მიაღწია, როგორც საქართველოში, ასევე საზღარგარეთის ფესტივალებსა და კონკურსებში. ქ-ნი ნინო შეუპოვრად იბრძოდა ანსამბლის წარმატებისთვის, მან უამრავი თაობა გაზარდა და დღესაც აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას მეტი შემართებით, სიმხნევით და თავდადებით.


image

ანსამბლი "როკვა" 15 წელია სცენაზეა.
უამრავი დაბრკოლება, უამრავი წინაღობა გადაიტანა ანსამბლმა, მაგრამ 15 წლის განმავლობაში, ვერავინ შეძლო ანსამბლის მოტივაცია შეეჩერებინა, პროგრესული ანსამბლი წლიდან წლამდე ძლიერდებოდა.
2017 წლიდან, ანსამბლის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო, ანსამბლში მოღვაწეობა დაიწყო ქ-ნი ნინოს შვილმა გიორგი პატაშურმა, რომელმაც სრული რევოლოცია მოახდინა "როკვა"ში. აუციელბლად უნდა ითქვას, რომ ბ.გიორგი უანგაროდ ემსახურებოდა მცხეთას და კულტურის სახლს. მისი წყალობით ანსამბლი "როკვა" დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე ვითარდებოდა, ძლიერდებოდა და პროგრესი მცირე ხანში სცენაზე ნათელი იყო. ანსამბლმა სრულად შეცვალა ქორეოგრაფია, მუსიკალური გაფორმება, კომპოზიციები და მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. "როკვა" აქტიურად აშუქებდა სიახლეებს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე, რამაც უამრავი გულშემატკივარი შესძინა ანსამბლს. ანსამბლში, გიორგის მოსვლის შემდეგ თითქოს შეიკრა გუნდი-ოჯახი, რომელიც მყარი პოზიციების და ერთგულების გარანტი გახდა. ანსამბლში ჩამოყალიბდა მისაბაძი დისციპლინა, რომელიც სამაგალითო გახდა ყველა ანსამბლისთვის. პირველივე წელს, ბ.გიორგის მოსვლამ ანსამბლს გრანპრი მოუტანა საერთასორისო კონკურსზე, ასევე ანსამბლი გახდა 3 ნომინაციაში გამარჯვებული. შრომა დაფასდა და დღეს ანსამბლი "როკვა" კულტურის ცენტრის ანსამბლის სახელს ატარებს. მას გვერდით უდგას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, მცხეთის კულტურის ცენტრი და აურაცხელი რაოდენობის გულშემატკივარი.


"დაუვიწყარი სანახაობა მცხეთას" - ასე იხსენიებენ, "როკვას" ახალ შოუ-პროგრამას, ანსამბლმა 12 ახალი ცეკვა, ძალიან მოკლე დროში დადგა. განსხვავებული ქორეოგრაფია -მოდერნიზებული და ტრადიციული ელემენტების შერწყმა, გამორჩეული კომპოზიციები და მუსიკალური გაფორმება, საოცარი საცეკვაო და განათებების ზღაპრული სანახაობა. კონცერტი, რომელსაც მცხეთელი და არამარტო მცხეთელი მაყურებელი ელოდება, ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრის სცენაზე.
ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ანსამბლის სიახლეების გაცნობას თქვენთვის, "ინტერმედიას" ძვირფასი მკითხველისთვის და ძალიან მალე ვრცელ ინტერვიუებს გაგაცნობთ როგორც ანსამბლის ხელმძღვანელთან ქ-ნ ნინო იმერლიშვილთან ასევე ანსამბლის ქორეოგრაფთან ბ-ნგიორგი პატაშურთან.


0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბასილაშვილი
ნინო ბასილაშვილი
35