x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას ისევ არ ანიჭებენ

imageკვალიცია ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არადა არ ანიჭებენ მოქალაქეობას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით. მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მისი თქმით, ძალაში რჩება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შარშან 11 ოქტომბერს ჩამოართვეს ოთხი დღის შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა.იმავე დღეს მოქალაქეობა ჩამოერთვა მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძესაც. 26დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტ სააკაშვილის 602 ბრძანებულება ეკატერინე ხვედელიძის ნაწილში უკანონოდ სცნო, ხოლო ივანიშვილის ნაწილში კანონიერად. უკვე 5 იანვარს, ივანიშვილმა პირდაპირ პრეზიდენტს მიმართა ნატურალიზაციის გზით მიენიჭებინათ მისთვის საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა დღეს კიდევ ერთი უარი მიიღო. ივანიშვილის ადვოკატები იუსტიციის სამინიტროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ივანიშვილის სარჩელთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოაცხადა. როგორც ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, მოსამართლემ არ დაასახელა არცერთი მიზეზი, თუ რატომ ეთქვა უარი ივანიშვილს მოქალაქეობაზე. ადვოკატები აღნიშნულ განჩინებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. ქვეყანაში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, როდესაც ქართველ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას არ აძლევენ.

1
69
3-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
69
  
2012, 29 ივნისი, 18:49
ვერ მიიღებს პონტია ;)
0 1 1