x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
გიორგი გაბუნია- ,,ქართულ სიმღერებს ვისმენ და უკვე აღარ მაინტერესებს, როგორები იყო ისინი ადრე, მაინტერესებს, როგორია ახლა ''

image

30 აპრილს "მხოლოდ ქართულის" მეორე კონცერტი გაიმართა, სადაც კონკურსანტებმა 80-90-იანი წლების ქართული სიმღერები თანამედროვე ჟღერადობით შეასრულეს. შოუს წესების თანახმად, კონკურსი ერთ-ერთმა მონაწილემ - ქრისტინე ჯაფარიძემ დატოვა.


ჟიურის ერთ-ერთი წევრი გიორგი გაბუნია AMBEBI.GE - სთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართული მუსიკის მსმენელი არ არის და ერტად ამდენი ქართული სიმრერისთვის არ მოუსმენია.


“ ფაქტობრივად, არა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ბოლოს სოფო ნიჟარაძის კონცერტზე გახლდით... მე უფრო მრავალმომღერლიან კონცერტებს ვგულისხმობ, ასეთებზე არ დავდივარ. ვერც იმას ვიხსენებ, რომ ბავშვობაში ვყოფილვარ მსგავს კონცერტებზე. მაგრამ აქ არ ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ჟიურის წევრი ვარ, აქ ახალგაზრდების თვალით დანახულ ქართულ სიმღერებს ვისმენ და უკვე აღარ მაინტერესებს, როგორები იყო ისინი ადრე, მაინტერესებს, როგორია ახლა და როგორი შეიძლება იყოს ხვალ 18-25 წლის ახალგაზრდების შესრულებით, მათი კუთხით დანახული.



ამიტომაც იყო, რომ ერთ-ერთ კონკურსანტს შენიშვნა მივეცი, რადგანაც როგორც ასაკოვანი ადამიანი, ისე მღეროდა, არადა, მინდოდა, როგორც 20 წლის ახალგაზრდას, ისე ემღერა. სწორედ მას დავუწერე ყველაზე დაბალი ქულა... ნებისმიერი ეს კომპოზიცია ახლგაზრდების თვალით დანახული საინტერესოა.’’






1
74
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
74
  
2018, 3 მაისი, 14:59
ისე წესით გაბუნია არ უნდა იყოს ჟიურის წევრი, კარგად მახსოვს როგორ გამოლანძღა ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც გერმანიაში ანალოგიურ შოუზე პირველი ადგილი დაიკავა.
0 1 1