x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
7 ფაქტი ქალების შესახებ,რაც ქალებმაც კი არ იციან
image

ქალების შესახებ უამრავი ფაქტია ცნობილი, მეცნიერებმა ისიც კი გამოთვალეს საშუალოდ რამდენ კგ პომადას ჭამს ქალი სიცოცხლის მანძილზე, მაგრამ, როგორც ჩანს ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. ქალები კვალავ აგრძელებენ მეცნიერების გაოცებას. ამჯერად, მათ შესახებ 7 ახალ ფაქტს გთავაზობთ.


1. ქალებს უკეთ ახსოვთ ის, რაც უნდა გააკეთონ და არა ის, რაც უკვე გააკეთეს

image


ყველა ქალისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როცა მეუღლეს საჭირო პროდუქტების ყიდვა ან ნაგვის გადაყრა ავიწყდება. ამას მეცნიერული ახსნა აქვს: აღმოჩნდა, რომ ქალები უკეთ იმახსოვრებენ იმ დავალებებს და ამოცანებს, რაც სამომავლოდ აქვთ ამოსახსნელი. ეს იმით აიხსნება, რომ ძირითადი სამსახურის გარდა, ქალებს უამრავი რამის გაკეთება უწევთ სახლშიც და მათ ტვინში უფრო მეტი ინფორმაცია ინახება.


2.ქალს ყნოსვით შეუძლია კაცის ფერომონები იგრძნოს ბრბოში

image

ამერიკელმა სექსოლოგებმა გამოარკვიეს, რომ რაც უფრო ჯანმრთელია მამაკაცი, მით უფრო მეტად მიიზიდავს მისი სუნი ქალს. ქალს შეუძლია მამაკაცის ყოფნა პარფიუმერულ მაღაზიაშიც კი იგრძნოს, სადაც უამრავი სურნელია არეული ერთმანეთში. ქალური ინტუიცია კი 3 წამში განსაზღვრავს კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ საყვარელი მამაკაცის სურნელი ქალს ამშვიდებს, ხსნის ნერვიულობას. ამიტომ, არაფერი არაა იმაში გასაკვირი, რომ საყვარელ ადამიანთან განშორებისას ქალებს მათ მაისურებში თუ ბალიშზე რომ სძინავთ.


3. ქალებს უფრო გვიან უყვარდებათ, ვიდრე კაცებს

image

ჩვეულებრივ, კაცებს უფრო მალე უყვარდებათ, ვიდრე ქალებს. კვლევებმა აჩვენეს, რომ პირველიდან მეოთხე პაემნამდე პერიოდში კაცების 25%-ს და ქალების მხოლოდ 15%-ს შეუყვარდა.

ამასთან, გამოკითხულ ქალთა უმრავლესობამ აღიარა, რომ კაცთან 20 შეხვედრის მერეც კი არ უგრძვნიათ “მუცელში პეპლების ფარფატი" .


4. ტოქსიკოზი ორსულობისას სასარგებლოა

image

კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორსულობისას ტოქსიკოზი ნაყოფის სრულყოფილად განვითარებას უწყობს ხელს. გულის რევა და თავის ტკივილი დამცავი მექანიზმია, რაც ნაყოფს მავნე ტოქსინებისგან იცავს. ამიტომ, ეს უსიამოვნო სიმპტომები სასარგებლოც კია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

ასეთი ქალები უფრო ხშირად აჩენენ ჯანმრთელ ბავშვებს და ნაადრევი მშობიარობის საფრთხეც ნაკლებია .

რათქმაუნდა, აქ ჰიპერმეზისი არ იგულისხმევა-ხშირი გულისრევა და მუცლის ტკივილები, ამ დროს ექიმს უნდა მიმართოთ.


5.რაც უფრო მაღალია ქალის IQ მით უფრო ცოტა ბავშვი ყავს

image

ფსიქოლოგი სატოსი კანაძავა თვლის, რომ ქალის IQ-ს შკალაზე ყოველი დამატებითი 15 ბალი 25%-ით ამცირებს ბავშვის ყოლის სურვილს. აქედან გამომდინარე, მან გააკეთა დასკვნა, რომ საბოლოო ჯამში კაცობრიობა სულელდება, რადგან ჭკვიანი ქალები უარს ამბობენ ბევრ ბავშვზე ან საერთოდ არ აჩენენ. ასეთი ქალების პრიორიტეტი განათლება, თვითგანვითარება, კარიერა და მოგზაურობაა.

სწორედ ამ მიზეზის გამო, ძლიერი სქესის წარმომადგენლები ცხოვრების თანამგზავრად უფრო ხშირად ისეთ ქალებს ირჩევენ, რომელთაც გაცილებით ტრადიციული შეხედულებები აქვთ.


6.რაც უფრო მეტი შვილი ყავს ქალს, მით უფრო მალე ბერდება

image

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებს, რომელთაც შვილები ყავთ, ქრომოსომა, რომელიც დნმ-ს იცავს ასაკთან ერთად მცირდება. კვლევაში სხვადასხვა ასაკის 200-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა და რაც უფრო მეტი შვილი ყავდა ქალს, მით უფრო იყო ეს ქრომოსომა შემცირებული. ეს პროცესი შესაძლოა სტრესითაც იყოს გამოწვეული.


7. წითელ კაბაში ჩაცმული ქალი სხვა ქალებში ეჭვიანობას იწვევს

image

ადამ პაზდმა, სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიიდან, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. მან ქალებს და მამაკაცებს რამდენიმე ქალის ფოტო დაურიგა და სთხოვა თითოეულ მათგანზე თავისი აზრი გამოეთქვათ. ფოტოებზე აღბეჭდილი ქალების ნაწილს წითელი კაბა ეცვა, ნაწილს კი სხვა ფერის. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ქალები წითელ სამოსში ჩაცმულ ქალს საფრთხედ აღიქვამდნენ .

წითელკაბიანი ქალები მამაკაცებმაც და ქალებმაც საბედისწერო და ქარაფშუტა ქალებად შეაფასეს. ქალებმა კი დამატებით ისიც აღნიშნეს, რომ არავითარი სურვილი არ ჰქონდათ მათ მეორე ნახევრებს ასეთ ქალთან რამე ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონოდათ.

0
242
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0