x
image
_K_
რჩევები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გამოგადგებათ
საგანგებო სიტუაციებში შესაძლოა, ყოველდღიური ნივთებიც კი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ მსგავს სიტუაციებში და როგორ გამოიყენოთ ეს ნივთები სიცოცხლის გადასარჩენად.


სტატიაში გთავაზობთ 12 რჩევას კრიტიკული სიტუაციებისთვის.








1. როგორ გავარჩიოთ უშხამო გველი შხამიანისგან


თუ გველმა გიკბინათ, პანიკაში ნუ ჩავარდებით. შესაძლოა, ის შხამიანი არ იყოს.


♦ შხამიანი გველი წინა კბილებით სხეულზე ორ დიდ ხვრელს ტოვებს. უშხამო გველს კი, ჩვეულებრივ, კბილები ორ მწკრივად აქვს განლაგებული.



♦ შხამიანი გველის თვალის გუგა კატისას წააგავს, უშხამოსი კი მრგვალია.


♦ მუცლის მხარეს შხამიან გველებს კანის მომრგვალებული გრადიაცია აქვთ, უშხამოებს კი - განშტოებული.

image








2. როგორ გავაკეთოთ კომპასი


თუ დაიკარგეთ, კომპასის გაკეთება მარტივია. უბრალოდ, ფოთოლი უნდა დადოთ წყალზე და ზევიდან ნემსი ან პინი დაადოთ ფოთოლს. ნემსის ერთი ბოლო ჯინსზე უნდა გქონდეთ გახახუნებული. ფოთოლზე დადების შემდეგ კი გახახუნებული ბოლო ჩრდილოეთს გიჩვენებთ.

image








3. ცეცხლის დანთება


ცოტაოდენი პლასტმასი ჩამოთალეთ რამე ნივთიდან და გამოიყენეთ ცეცხლის სწრაფად ასანთებად. ის ცელულოიდებისგან შედგება და სველი ამინდის დროსაც კარგად იწვის.

image








4. წყალსათავსი


პრეზერვატივი კარგად ინახავს სუფთა წყალს, ის სტერილური და ძლიერია. კრიტიკულ სიტუაციაში მისი გამოყენება შეიძლება სუფთა წყლის შესანახად. ჩაასხით წყალი მასში, გაუკეთეთ პატარა მილი და დასაცობად გამოიყენეთ ხის ნაჭერი, შემდეგ მოათავსეთ ტომარაში. თქვენი წყალსათავსიც მზადაა!

image








5. სისხლის შეჩერება


სისხლის შესაჩერებლად კრიტიკულ სიტუაციაში შეგიძლიათ ტამპონი გამოიყენოთ. ის სტერილურია, სისხლს "აღიქვამს" და სერიოზულ სისხლდენასაც კარგად შეაჩერებს.

image








6. გაკაწვრა


თუ გაიკაწრეთ, წაისვით ნაკაწრზე ჰიგიენური პომადა. ის დაგიცავთ, რომ ნაკაწრში ბაქტერიები არ მოხვდეს. ასევე, შეგიძლიათ, ცოტაოდენი ჰიგიენური პომადა სახეზეც წაისვათ, რომ კანი დაბალი ტემპერატურისგან და გამოშრობისგან დაიცვათ.

image








7. მწერების ნაკბენი


თუ მწერის ნაკბენი გექავებათ, შეგიძლიათ მასზე კბილის პასტა წაისვათ. კბილის პასტი ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებს შეიცავს, რაც შეშუპებას და სიწითლეს შეამსუბუქებს. მენთოლი კი დაამშვიდებს ნაკბენ ადგილს და შეამცირებს ქავილს.

image








8. მწერების მოშორება


კოღოებს, ბუზებს და სხვა მწერებს არ მოსწონთ დამწვარი ბალახის სუნი. მათი ნაკბენისგან თავის დასაცავად, დაწვით ცოტაოდენი ბეგქონდარა ან პიტნა. ამ სუნმა შესაძლოა ასევე გარეული ცხოველებიც შეაშინოს.

image








9. გათბობა


გასათბობად ბალახები და ტოტები მოათავსეთ ტანსაცმლის შიგნით. ბალახები და ფოთლები სითბოს შეგინარჩუნებენ და ჰიპოთერმიისგან დაგიცავენ კრიტიკულ სიტუაციებში.

image








10. ცვილის ფანქარი


ცვილის ფანქარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ცეცხლის ასანთებად ან სანთლის მაგივრად. ის საწვავი მასალისგან შედგება. ერთი ცვილის ფანქარი, შესაძლოა, 30 წუთსაც კი იწვოდეს.

image








11. წყლის გაფილტრვა


წყლის გასაფილტრად შეგიძლიათ მაისურის ნაჭერი გამოიყენოთ.

მოათავსეთ ბინძურწყლიანი "კონტეინერი" მაღალ ზედაპირზე, მეორე - ცარიელი კი - უფრო დაბალზე, მის გვერდით. აიღეთ ტანსაცმლის ნაჭერი და მოათავსეთ მისი ერთი ბოლო ბინძური წყლის კონტეინერში, მეორე კი - ცარიელ სუფთა წყლის კონტეინერში.

რამდენიმე საათში შედეგსაც იხილავთ.

ყოველი შემთხვევისთვის, უმჯობესი იქნება, გაფილტრულ წყალს თუ აადუღებთ.

image








12. ცეცხლის სწრაფად დანთება


ცეცხლის სწრაფად დასანთებად მოათავსეთ ნახშირი ან ტოტები ცარიელ კვერცხის ყუთში. ყუთს ცეცხლი მალე წაეკიდება, ტემპერატურა კი ძალიან მაღალი იქნება იმისთვის, რომ ნახშირი აანთოს ან მასში მოთავსებული სველი ტოტები გააშროს ქარიან ამინდშიც კი.

image










ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ გადავურჩეთ გარეულ ცხოველებს

image










1
2196
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2196
  
2018, 3 მაისი, 5:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1