x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გამოცდილი ავტომობილისტების რჩევები : რა უნდა გაითვალისწინოთ მანქანის ყიდვისას
image

ავტომობილის ყიდვა საფრთხილო საქმეა. უამრავი რამ უნდა გაითვალისწინოთ და შეამოწმოთ, რომ საბოლოოდ ხელში ჯართის გროვა არ შეგრჩეთ ან მყიდველმა არ მოგატყუოთ.

აი, რა რჩევებს გვაძლევენ გამოცდილი ავტომობილისტები და რა უნდა გაითვალისწინოთ მანქანის ყიდვის დროს:

1. VIN- კოდი


imageყურადღება მიაქციეთ მანქანის VIN კოდს, საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც ან ძრავზეა, ან საქარე მინის ქვემოთ ჩარჩოზე. ინტერნეტში შეგიძლიათ საიტები მოიძიოთ, სადაც ამ კოდის მეშვეობით შეამოწმებთ უკავშირდება თუ არა კონკრეტულ ავტომობილს რაიმე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მანქანის ნომრით კი გაარკვიეთ დალომბარდებული ხომ არაა, გადაუხდელი ჯარიმები თუ ერიცხება და ა.შ.


2.შეამოწმეთ საკონტაქტო პირი

imageავტომობილი შეიძლება მფლობელმაც გაყიდოს და შუამავალმაც. უმჯობესია უშუალოდ მფლობელისგან შეიძინოთ, ამ დროს უფრო დიდია იმის შანსი, რომ ფასდაკლებას მიაღწიოთ და ავტომობილზეც უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ.


3.გაიგეთ მანქანის ისტორია

imageთუ მანქანა ახალია, 3-დან 5 წლამდე, მისი ისტორიის გაგება ადვილად შეგიძლიათ თუ ოფიციალურ დილერს ან სერვის-ცენტრს დაუკავშირდებით. თუ აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათი მომსახურებით ისარგებლეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანას გამოცდილი სპეციალისტების მომსახურება მიუღია და კარგ მდგომარეობაშია. სერვის ცენტრშივე შეგიძლიათ მანქანის რეალური გარბენი გაიგოთ.


4.შეამოწმეთ გარბენი

imageყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა ნიშნებს, მაგალითად გამონაბოლქვი აირის ფერს: ნაჯერი თეთრი ფერი, მოცისფრო ან შავი გამონაბოლქვი ძრავის პრობლემებზე მიუთითებს, რომლებიც ცვეთას უკავშირდება.

ჩაიხედეთ კაპოტის ქვეშ და კარგად დააკვირდით ძრავის კოლექტორს. მცირე გარბენის შემთხვევაში ის ქარხნულ მეტალისფერ სიპრიალეს და ფერს ინარჩუნებს. 25 000 კმ. გარბენის შემდეგ მქრქალი-მოწითალო ნალექით იფარება, 100 000კმ. გარბენის შემდეგ კი-ჭუჭყიანი ყავისფერი ხდება.


5.ჩაატარეთ გაზომვები

imageმანქანის შემოწმებისას გამოიყენეთ მისი საფარის სისქის შემმოწმებელი ხელსაწყო, რომელიც ლაქ-საღებავების სისქეს ზომავს. იმ დეტალების საღებავის სისქე, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ გარემოსადმი, 75-დან 160 მიკრომეტრამდე უნდა იყოს. შიდა ელემენტებისთვის კი ეს სისქე 50-დან 90 მიკრომეტრამდეა.

ზუსტი პარამეტრები შეგიძლიათ ავტომობილის მწარმოებელთან გაარკვიოთ. თუ ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გადაღებილია, მისი გარე საფარის სისქე უფრო მეტი იქნება მწარმოებლის მიერ მოწოდებულ მონაცემზე.


6.დაათვალიერეთ ფანჯრები

imageავტომობილის ყველა შუშა ერთ წელს უნდა იყოს გამოშვებული.თუ ასეა, მანქანას თავისი ორიგინალი შუშები აქვს. თუ წლები განსხვავებულია, ეს შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდებოდეს.


7. დააკვირდით დეტალებს

imageყურადღებით დააკვირდით ავტომობილის კორპუსს, განსაკუთრებით ელემენტებს შორის ღრიჭოებსა და დაშორებას. ღრიჭოები ორივე მხრიდან თანაბარი და სწორი უნდა იყოს.თუ მრუდეა ან ძალიან განიერი, დიდი შანსია იმისა, რომ ერთი დეტალი გამოცვლილი იყოს.


8.დაათვალიერეთ ფარები

imageშეამოწმეთ ფარები და გაბარიტული სინათლეები. თუ ფარები ერთნაირად ანათებენ ე.ი. ისინი არ გამოუცვლიათ. თუ რომელიმე ფარი უფრო მკვეთრად ანათებს, ის ცოტა ხნის წინ გამოუცვლიათ. მწარმოებლები თავის აღნიშვნას ფარებზეც აკეთებენ. ამიტომ, თუ ასეთი აღნიშვნები ნახეთ, ეი ფარები ქრხნულია.


9. ტექნიკური მომსახურება

imageავტომობილების ყოველ მარკას აქვს თავისი პერიოდები, როცა სხვადასხვა შემოწმებები უნდა გაიაროს. ამიტომ, ავტომობილის ყიდვისას უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ავტომობილს, რომელსაც ეს შემოწმება უახლოეს წარსულში აქვს გავლილი და მანქანის მფლობელს ამის დამადასტურებელი საბუთიც მოსთხოვეთ.


10. რაც უფრო კარგი წარსული აქვს მანქანას, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ მომავალშიimageკონკრეტული მოდელის ყიდვისას, მოიძიეთ მასზე ინფორმაციები მისი მწარმოებლის გვერდიდან, ფორუმებიდან და ა.შ. ამ გზით იმ პრობლემების შესახებაც იქნებით ინფორმირებული, რაც ამ ავტომობილს ყველაზე ხშირად აღენიშნება და რაც შესაძლოა თქვენც შეგექმნათ მომავალში.




1
492
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
492
  
2018, 2 მაისი, 13:35
კარგი რჩევებია.
0 1 1