x
image
_K_
როგორ ავიცილოთ თავიდან ზედმეტი ოფლიანობა - ეს უნდა იცოდეთ!
image



ოფლიანობა ორგანიზმის ბუნებრივი ფუნქციაა, მაგრამ რა უნდა ქნათ მაშინ, როცა ზედმეტი ოფლიანობა გაწუხებთ და ეს დისკომფორტს გიქმნით?


არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც დაგეხმარებათ, აკონტროლოთ ბუნებრივი ტემპერატურა და თავიდან აიცილოთ დისკომფორტი.




ყოველდღიური ჰიგიენა: შეგიძლიათ, შხაპის მიღების დროს ანტიბაქტერიული საპონი გამოიყენოთ, ანტიპერსპირანტი სუფთა და გამშრალ კანზე წაისვით, ასევე გამოიყენეთ სპეციალური იღლიის საფენები.



ბუნებრივი ქსოვილები და ტანსაცმლის რამდენიმე "ფენა": ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა, გაიხადოთ ან ჩაიცვათ ტანსაცმელი, თუ ტემპერატურა შეიცვლება.


ზომიერად გრილი ტემპერატურა: იმ ოთახის რეგულარულად განიავება ან კონდიცირება, რომელშიც დიდ დროს ატარებთ, ასევე დაგეხმარებათ სიტუაციის შემსუბუქებაში.


ცხოვრების სტილი: ზედმეტი ოფლიანობა ხშირად ზედმეტი წონით, ნიკოტინზე დამოკიდებულებით, ალკოჰოლის მიღებით და ცხარე საკვების და კოფეინირებული სასმელების დიდი დოზით მოხმარებითაა გამოწვეული.


დალევის ჩვევა: უნდა გაზარდოთ სუფთა წყლის რაოდენობა, რასაც ჩვეულებრივ სვამთ ხოლმე, იმასთან შედარებით.


სტრესის შემცირება და ემოციების კონტროლი: იქნებ მედიტაცია, სუნთქვის პრაქტიკები, იოგა, სეირნობა, თბილი აბაზანა და წყნარი მუსიკა დაგეხმაროთ.




ამ მარტივ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, მალევე შეამჩნევთ ოფლიანობის კლებას და თავიდან აირიდებთ უხერხულ სიტუაციებს.







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 12 ჰიგიენური შეცდომა, რომელსაც ყოველდღე უშვებთ

image


2. როგორ ვისარგებლოთ საზოგადოებრივი საპირფარეშოებით უსაფრთხოდ - 10 რჩევა

image


3. როგორ ვუმკურნალოთ დახეთქილ ქუსლებს სახლის პირობებში - 10 საშუალება

image




0
386
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0