x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე აუტანელი ხასიათის მქონე ზოდიაქოები, მათთან საერთო ენის პოვნა თითქმის შეუძლებელია

ადამიანებთან ურთიერთობა არც ისე მარტივია, რადგან არსებობს იმდენნაირი ხასიათი, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე და ყველას გაგება შეუძლებელია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობა რთული კი არა, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის შეუძლებელია. მათი გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ყველაფერზე დაეთანხმები, თავს დაუქნევ და თავს ლიდერად აგრძნობინებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ყურადღებას ვერ დაიმსახურებთ. რატომ ხდება ასე? ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მათი რთული, შეიძლება ითქვას რომ აუტანელი ხასიათია.

გაინტერესებთ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადელი ადამიანები გამოირჩევიან ყველაზე რთული ხასიათით?

იხილეთ ჩამონათვალი:

1. მორიელი - მორიელი ყველაზე აუტანელ ზოდიაქოდაა მიჩნეული, მისი გაგება რთული კი არა, არამედ შეუძლებელია. ადამიანები მასთან კონტაქტს ხშირად ერიდებიან, რადგან აშინებთ მუდმივი კონკურენცია და შეჯიბრის განცდა. შეიძლება ითქვას, რომ მორიელის დევიზია -იყოს ყველგან და ყველაფერში ლიდერი, ამისთვის იგი ყველაფერზეა წამსვლელი, იგი იმდენად უმოწყალოა, რომ არ მოერიდება არც ადამიანის დაჩაგვრას, არც შურისძიებას, არც გულისტკენას...აგრეთვე მათთან ურთიერთობას ერიდებიან ცინიკური დამოკიდებულების გამო, ცინიზმი ხომ ის აუტანელი თვისებაა, რომელსაც ყველა გაურბის. მორიელის გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ლიდერის "ტახტს" უბრძოლველად დაუთმობთ.image
2. კირჩხიბი - კირჩხიბები ერთ-ერთი ყველაზე აუტანელი ზოდიაქოები არიან, ისინი ხომ იმდენად მესაკუთრეები არიან, რომ ხშირად მათი გაგება ძალიან რთულია, ხშირად ქმნიან პრობლემებს იმისგან რაც სინამდვილეში პრობლემას სრულებით არ წარმოადვენს, უყვართ გაზვიადება, ადამიანების კონტროლი. კირჩხიბები ადამიანებს ვალდებულად თვლიან ანგარიში ჩააბარონ, მათ ხომ ყველაფერი უნდა იცოდნენ. კირჩხიბები დეპრესიულ ზოდიაქოებად არიან მიჩნეულნი, რაც ხშირად გარშემომყოფთა გაღიზიანებას იწვევს, თუმცა მას ეს სრულებით არ აინტერესებს. აგრეთვე მათი დამახასიათებელი თვისებაა მესაკუთრეობა, თუ კირჩხიბმა თქვენი ნაბიჯების გაკონტროლება დაიწყო არ გაგიკვირდეთ, რადგან ის უკვე თავის საკუთრებად გთვლითimage3. ვერძი - ვერძთან ურთიერთობა ნამდვილად რთულია, მისი აუტანელი ხასიათის გამო. რაში გამოიხატება მისი აუტანლობა? რაღათქაუმდა მის პირდაპირობაში, ხშირად უკმეხ გამონათქვამებში, კონფლიქტების ხელოვნურად შექმნაში რაც არაჩვეულებრივად გამოსდის. მისი პირდაპირობა გარშემომყოფებს იმდენად აღიზიანებთ, რომ ცდილობენ მათგან თავი შორს დაიჭირონ და არ გააღიზიანონ იგი, რადგან ვერძი თუ გაბრაზდა სიმართლეს ისე მოგახლით პირში არავის და არაფრის არ მოერიდება. ვერძები გამოირჩევიან იმპულსურობითაც, ამიტომ იგი თუ გაბრაზებულია მასთან კონტაქვს ყველა ერიდება image


7
14442
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
14442
  
2022, 13 ნოემბერი, 22:20
როდესრაც არაფერი გაგეგება ასტროლოგიაზე ადამიანს, არც უნდა წერო ამის შესახებ და უაზრო სტერეოტიპების გავრცელებას ხელი არ შეუწყო.
2021, 1 იანვარი, 20:57
არა და სულაც არა ვარ ასეთი, ცხოვრებაში ადამიანი არ დამიჩაგრავს, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურეობრივად ამის გაკეთება თავისუფლად შემეძლო. მეტიც სხვის დასაცავად ბევრჯერ მიჩხუბია მოსწავლეობისას და სტუდენტობისას.
ვინც თუნდაც ინტერმედიაზე მიცნობს დამეთანხმება, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ და არც პირველობისთვის ვისწრაფვი, ერთადერთი ადგილი, სადაც პროფესიული ამბიცია მაქვს ჩემი სამსახურია, სადაც გამოცდილი ოფიცრის სახელი მაქვს.
შურისძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოვა ჩემგან თუ ჩემს ოჯახს ვინმე აუგად შეეხება ან ჯარისკაცს დამიჩაგრავს ან მის დაჩაგვრას შეეცდება.
მორიელი ვარ...
2019, 15 აპრილი, 1:27
მორიელს ვერასოდეს ვერაფერს მოაწონებ და სულ უკმაყოფილოა, მითუმეტეს თუ უსაქმურია.
2018, 3 მაისი, 15:01
ჩამაფიქრა ჩემ საქციელზე. სადღაც მართალია
2018, 2 მაისი, 13:27
ეს ჩემიმოგონილი არაა და დაეთამხმებით თუ არა ეგ თქვენი გადასაწყვეტია :)
2018, 2 მაისი, 12:08
რა სისულელეებს წერთ ადამიანებს ამახინჯებთ
0 1 7