x
image
კატო ემხვარი
ე.წ. "მე-12 ოთახი" ერთიანი მომსახურების ცენტრით ჩანაცვლდა

image

დღეს თბილისში ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.


"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო.

ერთიანი მომსახურების ცენტრმა ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა და დღეიდან მოქალაქეებისთვის საჭირო ყველა საპოლიციო მომსახურების გაწევა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით, ერთ სივრცეში მოხდება." - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს შეეძლებათ ისეთი მომსახურებების მიღება, როგორებიცაა:



. მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა;

. ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება;

. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება.


ჯამში 50-მდე სერვისი.


ერთიანი მომსახურების ცენტრის მისამართია: ნოე რამიშვილის ქუჩა N38, ყოფილი კახეთის გზატკეცილი.





0
974
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
974
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0