x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის თაბრუდამხვევი სიყვარული 2018 წლის ზაფხულში?
image

ალბათ იცით, რომ 2018 წლის მფარველად ყვითელი ძაღლი ითვლება. ძაღლი კი თავისი ბუნებით ძალიან ერთგული და კეთილია, სწყალობს იმათ, ვისთვისაც პირველ ადგილას ოჯახი და ურთიერთობებია.

რაც შეეხება სიყვარულს, განსაკუთრებით გაუმართლებთ კუროებს, ტყუპებს, თხის რქებს, მერწყულებს და თევზებს.

image


1. ვერძი

სასურველია პარტნიორისადმი მოთმინება, მგრძნობიარობა და ყურადღება გამოიჩინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჩხუბსა და კამათზე უფრო მეტი დრო დაეხარჯებათ, ვიდრე კოცნებზე.

2.კურო

შეიძლება ითქვას, რომ ამ წელს კურო სიყვარულის ზღვაში იბანავებს.ძველი ნაცნობებიც კი მათ სხვაგვარი თვალით შეხედავენ-გაოცებით და აღფრთოვანებით.

3.ტყუპები

ძაღლი ამ წელს ძალიან გულმოწყალე იქნება სიყვარულის საკითხებში., მაგრამ უამრავ თაყვანისმცემელს შორის შეიძლება თავიც კი დაკარგონ, ამიტომ, ის ერთადერთი რომ არ დაკარგონ, საჭიროა მას მიაქციონ ყურადღება და ყველაზე არ დაწვრილმანდნენ.

4.კიბო

კიბოსთვის ყველა სფერო წარმატებული იქნება, თუ ურთიერთობაში ჰარმონიას მიაღწევთ. სასიყვარულო შანსები ამ წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და შესაძლოა თქვენს იდეალსაც კი შეხვდეთ.გრძნობების გამოხატვაზე კი ნუ იფიქრებთ, ნამდვილ სიყვარულს სიტყვები არ ჭირდება. სიყვარულში წარმატება სამსახურებრივ წარმატებასაც მოიზიდავს.

5.ლომი

ყურადღება, რომელსაც ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან მიჩვეულნი, არსად არ გაქრება, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ, რომ არც სხვა მოტყუვდეს და არც თქვენ მოტყუვდეთ. ნაკლებად გარისკეთ გრძნობებით და დააფასეთ ისინი, ვინც თქვენს გვერდითაა.

image6.ქალწული

ქალწულებს ეს წელი მრავალ საინტერესო ნაცნობობას პირდება, მაგრამ ახალ ნაცნობებს მაინცდამაინც სახლში ნუ დაელოდებით. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად და ნურც ინიციატივის გამოჩენის მოგერიდებათ.

7.სასწორი

სასიყვარულო თავგადასავლის დაგეგმვას აზრი არ აქვს. უარი თქვით ეშმაკურ გეგმებზე და ხშირად იყურეთ გვერდზე. იმის შანსი, რომ ამ წელს ურთიერთობისთვის კარგ და შესაფერის ადამიანს იპოვით-ძალიან მცირეა, ამიტომ მხოლოდ იმ ადამიანებთან იქონიეთ ურთიერთობა, რომელთაც კარგად იცნობთ და ენდობით.

8.მორიელი

თუ ტემპერამენტის მართვას არ ისწავლის, მტკიცე ურთიერთობის ჩამოყალიბებას ამ წელს უბრალოდ ვერ შეძლებს.აკონტროლეთ ემოციები და უფრო რბილი იყავით მეორე ნახევრის მიმართ.

9.მშვილდოსანი

შეწყვიტეთ ყველასთვის მოყოლა თქვენი ურთიერთობის და ეჭვების შესახებ.დატკბით იმით, რაც გაქვთ და არ მისცეთ ფანტაზიას გასაქანი, როცა უარყოფითზე დაიწყებთ ფიქრს.

image10.თხის რქა

სულიერების მხრივ მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ, მაგრამ იმისთვის, რომ საწინააღმდეგო სქესის ყურადღება დაიმსახურონ, საჭიროა ფიზიკურ მხარესაც მიხედონ. დაკავდით სპორტით ან მეტი იმოძრავეთ. რაც მთავარია, არ გამოტოვოთ შეხვედრები, სადაც ახალ ნაცნობებს შეიძენთ.

11.მერწყული

დიდი ალბათობით იმ ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით და ამას პირველივე პაემანზე იგრძნობთ. თუმცა, აჩქარება არ ღირს.დარწმუნდით პარტნიორის სერიოზულ განზრახვაში და აცადეთ ურთიერთობას თავისით განვითარდეს.

12.თევზები

ლამაზი სიტყვები და თაყვანისმცემლები არ მოგაკლდებათ, მაგრამ ამან შესაძლოა თავიც დაგაკარგვინოთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება.თორემ შესაძლოა ბედი ისეთ ადამიანს დაუკავშიროთ, რომლის ატანაც მალე აღარ გექნებათ. ნუ შეიქმნით ილუზიებს და ნუ გააიდეალებთ ნურავის.

image

0
572
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0