x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
"ბიბლუსი" აპრილის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10–ეულს აქვეყნებს
image


საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში აპრილის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპ ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 56 ფილიალში.


მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის თემურ ბაბლუანის წიგნი „მზე, მთვარე და პურის ყანა“ იკავებს. მეორე ადგილს კვლავ არ თმობს თანამედროვე თურქი მწერლის ელიფ შაფაქის ცნობილი რომანი - "სიყვარულის 40 წესი". უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნული წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება. მესამე პოზიციას კი ქართველი მწერლის თათული ღვინიანიძის სადებიუტო რომანი „აღიარება ხელისგულზე“ იკავებს, რომელიც 2017 წელს გახდა დიდი ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული და მალე მოიპოვა განსაკუთრბეული პოპულარობა ქართველ მკითხველში.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებზე მოდის.



"ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.

ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა

  • თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“
  • ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"
  • თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე"
  • რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“
    5. ჰოლი სმეილის „გიკი გოგო -ყველაფერი რაც ბრწყინავს“
  • ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"
    7. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“
  • მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“
    9. სოფიკო არდიას „გროსმაისტერი“
  • ჯოან როულინგის "ფილოსოფიური ქვა"

  • ტოპ 10 საბავშვო წიგნი

  • ჯეფ კინის „წრიპა ბიჭის და შენი დღიური“
  • საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის
  • ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური“
  • ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი
  • საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია
  • გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
  • საბავშვო ენციკლოპედია
  • პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის
  • საიდუმლო წიგნაკი ბიჭებისათვის
  • ჯეფ კინის „წრიპა ბიჭის დღიური - მწარე სიმართლე“


  • 0
    118
    5-ს მოსწონს
    ავტორი:intermedia.ge
    intermedia.ge
    Mediator image
    Mediator image
    118
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0