x
image
გემი დალანდი
ფოტოები,რომელთაც სულისშემძვრელი ისტორიები აქვთ
ეს ისტორიები, რომლებიც ამ ფოტოებს უკავშირდება, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამქვეყნად სიკეთე მთავარია და ჩვენ, ადამიანებმა მძიმე წუთებში მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს.


1.imageReddit-ის მომხმარებელმა, ნიკით- wuillermania, ეს ფოტო გამოაქვეყნა. პოსტში კი წერდა, რომ ეს დედამისის ნამუშევრები იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში. სურთზე ჩანს, თუ როგორ შეიცვალეს აკურატულმა ნაქსოვებმა ფორმა და ფერი. სწორედ 2 წელი დასჭირდა ალცჰაიმერის დაავადებას პოსტის ავტორის დედის გონების გასანადგურებლად და ამ შედეგის “მისაღწევად".

პოსტს უამრავი გამოხმაურება ჰქონდა, უცნობი ადამიანები ავტორს ანუგეშებდნენ, თავის ისტორიებს და გამოცდილებას უზიარებდნენ.

“მინდა მადლობა ვუთხრა ყველას იმ თბილი სიტყვებისთვის და გამოხმაურებებისთვის, რაც მივიღე-დაწერა პოსტის ავტორმა-და მინდა გამძლეობა ვუსურვო მათ, ვინც ამ პრობლემას შეეჯახა."



2.image

სიკვდილის წინ რომის დედამ უთხრა: “ყოველთვის, როცა პეპელას დაინახავ, იცოდე, ეს მე მოვფრინდი შენს სანახავად." ეს რამოდენიმე წლის წინ მოხდა. რომის დედა კიბოთი იყო ავად. დედის გარდაცვალების შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა, რომ შეეცდება ამ ქვეყნად ბევრი პეპელა იყოს. ის თავის ბაღში ნაპოვნ ჭუპრებზეც კი ზრუნავდა, რომ მათგან პეპელა გამოჩეკილიყო და განსაკუთრებით ბედნიერი იყო, როცა სპეციალური აკვარიუმიდან მათ გარეთ უშვებდა. ერთხელ კი, შეამჩნია, რომ ერთ პეპელას დაზიანებული ფრთა ჰქონდა.

“ჯერ მინდოდა ჩემთან დამეტოვებინა, რომ მინდორში არ დაღუპულიყო, მაგრამ შემდეგ მეგობარმა ლინკი გამომიგზავნა, თუ როგორ უნდა “შემეკეთებინა" პეპელას დაზიანებული ფრთა:-წერს რომი. ეს რთული აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და პეპელამ გაფრენა შეძლო.


3.imageეს ფოტო მასზე აღბეჭდილი ბიჭუნას დედამ გააზიარა.ქალი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ვაჟი კეთილია და კონტაქტური, თანატოლები მასთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ, რადგან ბიჭს აუტიზმი აქვს. ამიტომ, ის ყოველთვის მარტოდმარტო სადილობს.

მაგრამ ერთხელ, ბიჭის დედამ ეს ფოტო მიიღო მეგობრისგან და შეტყობინებაც: “ეს ტრევის რუდოლფია, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე, და ის შენს შვილთან ერთად სადილობს."

მათ ერთმანეთი გაიცნეს, ერთად ისადილეს, შემდეგ კი მათ სხვა მოთამაშეებიც შემოუერთდნენ ბიჭის გასაცნობად და მასთან სალაპარაკოდ.

“არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეთ ჩემ შვილთან ერთად სადილობა-წერს ბედნიერი დედა ფეისბუქში-მაგრამ ამის გამო თქვენი ძალიან მადლობლები ვართ და ამას არასოდეს დავივიწყებთ."


4.imageკაილმა და გერმანულმა ნაგაზმა ბოდზამ ერთმანეთი სამხედრო ოპერაციის დროს გაიცნეს და მალე განუყრელი მეგობრები გახდნენ.ბოდზა სპეციალურად იყო გაწვრთნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების საპოვნელად და უამრავი სიცოცხლეც გადაარჩინა.

“როცა მან ასაკის გამო სამსახური დაამთავრა, იმავე დღეს წავიყვანე ჩემთან სახლში-ამბობს კაილი-ბოდზა გასაოცარი იყო, მოუსვენარი, თამაში უყვარდა, მისი ერთგულება კი უსაზღვრო იყო."

ცოტა ხნის შემდეგ ბოდზას უკურნებელი სენი აღმოაჩნდა, უჭირდა სიარული და ფეხზე დგომაც კი.გამუდმებით იტანჯებოდა.

“გადავწყვიტე დამეძინებინა, რადგან სიცოცხლე მისთვის აუტანელი გახდა."

იმ დღეს, როცა ეს მოხდა, კაილი ბოდზას გვერდით იყო:

“მე მოვეხვიე მას, როცა მიდიოდა, საპასუხოდ კი მან თითქოს გამიღიმა. მგონია, რომ ის შვებას გრძნობდა."

კაილი დღემდე ინახავს ბოდზას ფოტოს, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას.


5.imageალიმ, პენსიონერმა თურქული სოფლიდან, და მისმა ოჯახმა ხანძრის დროს ყველაფერი დაკარგეს:სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ, ერთიანად დაიფერფლა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ალიმ სახლიდან თავისი კნუტის გამოყვანაც კი შეძლო. კადრი, რომელზეც ატირებული მოხუცი თავის კნუტს იხუტებს, მთელ მსოფლიოში გავცელდა და უამრავი ადამიანის გული შეძრა.

უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს ხელისუფლება დაეხმარა. ალის და მის ოჯახს დღეს სახლი აქვთ, სადაც ისინი თავის ფისოსთან ერთად ცხოვრობენ.


6.image“თხოვნა დაფოტოშოპებაზე:ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ჩემი გოგონა ამ ცხოვრებიდან წავიდა. მან მთელი დრო საავადმყოფოში გაატარა, ამიტომ მისი არცერთი ფოტო არ გვაქვს, სადაც ის ამ მილების გარეშე იქნებოდა. გთხოვთ, იქნებ ვინმეს შეუძლია ფოტოდან ამ მილების მოშორება"-? ეს თხოვნა გამოაქვეყნა Reddit -ზე პატარა სოფიას მამამ. სოფია დაბადებიდან 6 კვირაში გარდაიცვალა.

ცოტა ხნის შემდეგ საიტზე უამრავი დამუშავებული ფოტო და სურათი გაჩნდა: “მე და ჩემ ცოლს მხოლოდ ერთი ფოტო გვინდოდა სამახსოვროდ, მაგრამ ადამიანთა დაუჯერებელი რაოდენობა გვიგზავნიდა ფოტოებს, ნახატებს და გამამხნევებელ სიტყვებს. ამან ძალიან შემძრა."-წერდა სოფიას მამა.


7.imageვესტ-პოინტის გამოსაშვებ ცერემონიაზე ერთმა კურსდამთავრებულმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

როცა იდრაშე, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ჰაიტიდან, აშშ-ში ჩავიდა, ის ცუდად ლაპარაკობდა ინგლისურად და იმედიც კი არ ჰქონდა, რომ ერთ დღეს მისი ოცნება ახდებოდა და სამხედრო მფრინავი გახდებოდა.

“იქ, საიდანაც მე ვარ, ხალხი გაცილებით უბრალო რამეზე ოცნებობს. მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ განათლება მიმეღო.:-ამბობს იდრაშე.

“მე უბრალოდ იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, რომლებიც ადრე ჩემს ადგილას იდგნენ, იგივე ფიცს ამბობდნენ და ემოციების შეკავება ვერ შევძელი."


8.imageროცა 12 წლის ჯეიკობი სანტას მიუახლოვდა, არც ახალი სათამაშო უთხოვია, არც ახალი გაჯეტი. მისი ერთადერთი სურვილი ის იყო, რომ საშობაოდ მამამისი გამოჯანმრთელებულიყო. ბოლო ორი წელი ჯეიკობის მამამ საავადმყოფოში გაატარა. ფოტომ უამრავი კომენტარი დააგროვა. ამ ამბით გულშეძრულმა მომხმარებლებმა ფულიც კი შეუგროვეს ბიჭის მამას მკურნალობისთვის.


9.imageეს ფოტო ჯინი როუზის დაკრძალვის დღესაა გადაღებული, რომელიც პარკლენდში მომხდარი სროლის დროს დაიღუპა. დაკრძალვის დღეს ჯინის მამის კოლეგები, ასზე მეტი პილოტი მივიდა დასაფლავებაზე მშობლების მხარდასაჭერად და ჯინისთვის პატივის მისაგებად. მწკრივში მდგომი ეს ადამიანები სოლიდარობის და ერთიანობის სიმბოლოდ იქცნენ.


10.imageამ ცხენს ახალდაბადებული კვიცი მოუკვდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მასთან კვიცი მიიყვანეს, რომლის დედაც მისი გაჩენის დროს მოკვდა. ფოტო მათი შეხვედრიდან ერთ საათშია გადაღებული.

1
40
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
40
  
0 1 1