x
ინიესტა წავიდა!!!

ანდრეს ინიესტა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონადან" წავიდა.

მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დიახ, ეს ჩემი ბოლო სეზონია. ამის შესახებ დიდი ხანი ვფიქრობდი. ჩემთვის "ბარსა" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. მან ყველაფერი მომცა"

33 წლის ნახევარმცველმა, რომელიც "ბარსელონას" აღზრდილია, კატალონიელთა პირველ გუნდში 2002 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 669 მატჩში 57 გოლი გაიტანა.

მან ესპანეთის ჩემპიონატი 8-ჯერ მოიგო, 6-ჯერ ესპანეთის თასს დაეუფლა, 7-ჯერ ესპანეთის სუპერთასი აღმართა, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, 3-ჯერ უეფას ევროპის სუპერთასი მოიპოვა, ხოლო 3-ჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იპირველა.

ინიესტამ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა, ორჯერ კი ევროპის ჩემპიონატზე

image

1
121
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანკა005
ნანკა005
121
  
2018, 5 მაისი, 21:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1