x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცი 30 წელი გარდაცვლილი დედის პენსიით ცხოვრობდა

image

კურიოზული ფაქტი მოხდა მინსკში.მამაკაცი 30 წელი გარდაცვლილი დედის პენსიით ცხოვრობდა.

image

როგორც მინსკის შს რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი ოლგა მიხელანი აცხადებს, საქმე მას შემდეგ გასკდა, როდესაც სიტუაციით სოციალური მუშაკები დაინტერესდნენ:საკმაოდ უცნაური იყო, რომ "უხუცესი ქალბატონი", რომელიც უკვე 100 წელს დიდი ხანია გადაცდა არ იყო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, დაიწყეს მოხუცის ძებნა და მიაგნეს მის შვილს.

მამაკაცმა განცხადა, რომ დედამისი დიდი ხანია მინსკიდან გროდნოში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო ყველა ფინანსური საკითხი მის ხელში გადავიდა, რადგან ღრმად მოხუცებულ ქალს აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.სოცმუშაკებმა არ დაუჯერეს მამაკაცს და მალე გაირკვა სიმართლეც.

ელენე გრებენკო.დაბ. 1904 წლის 14 ივნისს ჯერ კიდევ 1988 წელს გარდაიცვალა 84 წლის ასაკში(ახლა ის 114 წლის უნდა ყოფილიყო).

როგორც "Новости Белоруссии" იუწყება, მამაკაცმა დედის გარდაცვალების ფაქტი დამალა, იგი მთელი 30 წლის მანძილზე არსად მუშაობდა და გარდაცვლილი დედის პენსიით ცხოვრობდა(მას მოგვიანებით საკუთარიც მიემატა), რომლის მთლიანი რაოდენობაც 100 000 ბელორუსიული რუბლია(50 000 $).

image

74 წლის პეტრე გრებლო ამჟამად გაქცეულია, სამართალდამცავებს მისი სახლი დაკეტილი დახვდათ, მეზობლების განცხადებით ერთი კვირაა მამაკაცი აღარ უნახავთ.მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალიწინებს ქონების კონფისკაციით.

image

იხილეთ აგრეთვე

image

0
396
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0