x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
10 საინტერესო ფაქტი,რომელიც მასწავლებლებმაც კი არ იციან
გუგლის მეშვეობით ყველას შეუძლია ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ჩვენი სამყაროს შესახებ. თუმცა, არსებობენ ფაქტები, რომელთა დაჯერება და შემოწმებაც რთულია, მაგალითად ის, რომ თეთრი დათვი სინამდვილეში სულაც არაა თეთრი და რომ სოკო ცხოველური ფორმა უფროა, ვიდრე მცენარეული.


10. ვირთხები ღიტინის დროს იცინიან

imageმეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვირთხები ერთადერთი ძუძუმწოვრები არიან, რომელთაც ღიტინის დროს ადამიანებივით შეუძლიათ რეაგირება.ამსათან, ვირთხები მხოლოდ მაშინ იცინიან, როცა კარგ განწყობაზე არიან. როცა შეშინებულები არიან, მათი რეაქცია ღიტინზე შესუსტებულია.


9. თეთრი დათვი სულაც არაა თეთრი


imageსინამდვილეში, თეთრი დათვის ბეწვს ფერის პიგმენტი არ გააჩნია, კანის ფერი კი დათვებს შავი აქვთ, რაც მათ გათბობაში ეხმარებათ (შავი ფერი მმზის სითბოს შთანთქავს) და ბეწვის გაშრობასაც უწყობს ხელს.


8.ცხიმების დიდი ნაწილი ორგანიზმიდან ამოსუნთქვისას გამოიყოფა

imageავსტრალიელმა ფიზიკოსმა რუბენ მეერმანმა უამრავი კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ამოსუნთქვის დროს ადამიანი ცხიმსაც გამოყოფს ჰაერში. მან დაამტკიცა, რომ 10 კგ. ცხიმი 8, 4 კგ co2-ად გამოიყოფა ბუნებაში, ხოლო დანარჩენი 1, 6, კგ კი შარდის და ოფლის სახით.


7. “ალისა საოცრებათა ქვეყანაში"-წიგნის გარდა დაავადებაცაა

imageალისას სინდრომი იშვიათი ნევროლოგიური დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანი გარშემომყოფ დიდ საგნებს ძალიან მომცროდ აღიქვამს, პატარა საგნები კი თითქოს მის თვალწინ ხდება უშველებელი.


6. შოკოლადი უფრო ჭკვიანს გვხდის

imageდოქტორმა ფრანც მესერლიმ გამოკვლევები ჩაატარა და დაადგინა, რომ შოკოლადის ჭამა ადამიანში აზრობრივ პროცესებს ავითარებს.


5.მედიცინის მუშაკებს დიდი ბრიტანეთში, სამსახურში, ბეჭდის ტარება ეკრძალებათ.

imageექიმის ხელები ყოველთვის მზად უნდა იყოს სამუშაოსთვის, თუმცა ადგილი ბეჭდის ქვეშ შესაძლოა ჭუჭყიანი დარჩეს, მისი მოხსნა კი ზოგჯერ რთულია. ამიტომ, დრო რომ არ დაკარგონ და ხელზე რომ დაუმუშავებელი ადგილი არ დარჩეს, დიდ ბრიტანეთში ექიმებს არ შეუძლიათ სამსახურში ბეჭდის ტარება.


4.დაქორწინება მხოლოდ ადამიანზე როდი შეიძლება

imageერიკა ეიფელი შემთხვევით როდი ატარებს ასეთ ცნობილ გვარს.არა, გუსტავ ეიფელის შთამომავალი არ გეგონოთ, ის უბრალოდ ეიფელის კოშკს გაყვა ცოლად. 2007 წელს მან ოფიცოალურად დაარეგისტრირა პარიზის ღირსშესანიშნაობასთან ქორწინება. ერიკა ერთადერთი ადამიანი არ გახლავთ, რომელიც უსულო საგნებისადმი მსგავს დამოკიდებულებას განიცდის.


3. ორთქლმავალი უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ველოსიპედი

imageპირველ ორთქლმავალი 1801 წელს გამოიგონა ინგლისელმა ინჟინერმა რიჩარდ ტრევიტიკმა. ველოსიპედის პირველი პროტოტიპი კი 1817 წელს შექმნა გერმანელმა პროფესორმა ბარონმა კარლ ფონ დრეზმა.


2. თავისი აგებულებით სოკო ცხოველი უფროა, ვიდრე მცენარე

imageსკოლის პროგრამიდან გახსოვთ ალბათ, რომ სოკოები-ეს ცალკე სფეროა. მოლეკულურ -გენეტიკურმა კვლევებმა კი დაამტკიცეს, რომ სოკოები თავისი უჯრედული სტრუქტურით ცხოველებთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე მცენარეებთან.


1.გაურკვეველ ადგილებში ადამიანები მარჯვნივ უფრო მიდიან, ვიდრე მარცხნივ

imageფსიქოლოგიის პროფესორი სტეფან ბიტჰუდი ამტკიცებს, რომ იმ ადგილებში, სადაც მიმართულების მაჩვენებლები არაა, ადამიანთა 90% მარჯვენა მიმართულებას ირჩევს. ეს კარგად იციან მარკეტოლოგებმა და სუპერმარკეტებში საქონლის განლაგება მარჯვნიდან მარცხნივ მიმართულებით ხდება, იაფიდან-ძვირიანისკენ.


1
392
4-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
392
  
2018, 1 მაისი, 12:55
საინტერესო იყოოო...განსაკუთრებით თაგუნიებზე
0 1 1