x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ქართული ოცნება“ - 26%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 8%; „ევროპული საქართველო“ - 4%

image


“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% - ერთიან “ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% - “ევროპულ საქართველოს“.
.
NDI-ის კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არ იცის, 13% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას და 9% აცხადებს, რომ სხვა პარტიას.
.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2, 2%-ია.
1
35
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
35
  
2018, 30 აპრილი, 15:40
მერედა ვის სჯერა ამ კვლელვების ?-NDI--თუ შაშა კოლა, თვითონ წერენ, თვითონ კითხულობენ!!- მე რამდენადაც ვიცი, იმ გამოკითხულთა მონაცემებში, სულ სხვა ციფრებია, ხოლო ოფიციალურად სულ სხვა ციფრებს აცხადებენ. თუ რატომ?- ამას აქვს ახსნა. უბრალოდ ეხლა აქ ხომ არ დავიწყებ...........
0 1 1