x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უბრალო ამერიკელების არსენალი განგაცვიფრებთ, ამდენი არტილერია ჩვენს ჯარს თუ აქვს საკითხავია

image წელიწადში ორჯერ არიზონას შტატის პატარა ქალაქი უაიკიაპი ხდება ერთერთი ყველაზე ხმაურიანი ადგილი დედამიწაზე. მარტში და ოქტომბერში აქ ტარდება ტრადიციული ფესტივალი "Big Sandy", რომელიც თავს უყრის ასობით, ტყვიამფრქვევებისა და არტილერიის სხვადასხვა სახის დანადგარების მფლობელებს მთელი ამერიკიდან. ქალაქის გარეუბანში მოწყობილ პოლიგონზე სროლების საყურებლად ათასობით ამერიკელი ჩადის.
იარაღების ფანატები ამერიკას არ აკლია, მაგრამ მსგავს ფესტივალებს სხვა მიზიდულობა აქვს, რადგან ტყვიამფრქვევების, არტილერიის და ტანკების გარდა მნახველი აქ ნახულობს რარიტეტულ უიშვიათეს ცეცხსასროლ იარაღებს.
გასულ წელს ოქტომბრის თვეში 20 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ორასზე მეტმა კოლექციონერმა, რომლებმაც სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევები და არტილერია ჩაიტანეს აღნიშნული ქალაქის პოლიგონზე, ამ ეტაპზე ტანკები არ ყოფილა ჩატანილი ფესტივალზე. "guns.com"–ის რედაქტორი ბენ პილიპი იყო შარშან ოქტომბერში გამართულ ფესტივალზე და გააკეთა საკმაოდ მოცულობითი ფოტო და ვიდეორეპორტაჟი, უბრალო ამერიკელების არსენალზე.
პირველ სურათზე ღია კარვები ფესტივალის მონაწილეებისთვისაა, ის აგრეთვე საცეცხლე წერტილებია.
მარჯვნივ კი ფესტივალის მონაწილეთა "სახლები ბორბლებზე".
"M2 Browning"–ი წყვილი ლულებით სროლების შემდეგ.
image კიდევ ერთი დაწყვილებული ტყვიამფრქვევი "Browning M1919"–ი.
image "M2 Browning"–ი გადახურებისაგან დამცავი სითხის ყუთით.
image მცირე კალიბრიანი არტილერია საცეცხლე პოზიციებზე.
image ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვემეხის შეძენა ლიცენზიის გარეშეც შეიძლება, მაგრამ საბრძოლო ჭურვების შესაძენად საჭიროა მთელი რიგი პროცედურების გავლა.
image საბჭოთა წარმოების 152 მილიმეტრიანი ქვემეხი–ჰაუბიცა "Д-20" უბრალო ამერიკელის საკუთრებაა.
image სადღეისოდ მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ჰაუბიცაა ყველაზე მსხვილკალიბრიანი.
20 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი «Эрликон»–ი.
image თვითნაკეთი 20 მილიმეტრიანი ქვემეხი.
image 3 დიუმიანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი " M5"–ი.
image ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი " T-124"–ი.
image 1837 წელს გამოშვებული ქვემეხი.
image გერმანული 3, 7 მილიმეტრიანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი 1935/1936 წლების ნიმუში.
image 1918 წლის "მაქსიმის" ტყვიამფრქვევი.
image "მაქსიმის" დაზგაზე დამაგრებული ტყვიამფრქვევი, რომელიც გერმანულ ტყვიებს იყენებდა.
image ამერიკული სამხედრო ყველგანმავალი ჯიპი, შეფუთული ტყვიამფრქვევით.
image
















0
205
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0