x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
რუმინელი პოლიტიკოსი ჯერ ახალგაზრდა გოგონებს "ტესტირებას" უტარებდა და შემდეგ საოჯახო ბორდელში ამუშავებდა

image

რუმინელი პოლიტიკოსი ქალაქ იასიდან(მოლდოვას ისტორული ცენტრი)მცირეწლოვანი რუმინელი და მოლდაველი გოგონების ჩათრევას ახერხებდა იმისთვის, რომ შემდეგ მის საოჯახო საროსკიპოში ემუშავათ.

მაგურელ ზაგურევიჩი, რომელიც ნაციონალური ინიციატივის პარტიის(Partidului Iniţiativa Naţională)თავმჯდომარე იყო ქალაქ იასაში, ბრალად დაედო სუტენიორობა.

პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა საკუთარ ცოლთან, გაბრიელასთან ერთად 2016 წელს გახსნა ეროტიკული მასაჟის სალონი Xclusive Massage, სადაც მისი ცოლი ერთდროულად ბუღალტერიც იყო და "კადრების" უფროსიც.

რაც შეეხება ზაგურევიჩს, მას თავად მოჰყავდა არასრულწლოვანი გოგონები რუმინეთის და მოლდავეთის ღატაკი რიონებიდან, მამაკაცი გოგონებს 200 ევროს ჯამაგირს უნიშნავდა და უფასო თავშესაფარს აძლევდა, ამასთანავე გოგონები "ფირმის ხარჯზე" იმოსებოდნენ, ხმარობდნენ კოსმეტიკას და უფლება ჰქონდათ პლასტიკური ოპერაციაც კი გაეკეთებინათ.თუმცა მანამდე გოგონების "გასინჯვას საქმეში"თვითონ ზაგურევიჩი ახდენდა.

image

რუმინეთის ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, პოლიტიკოსის დაწესებულებაში სამსახურში მოწყობის წინ გოგონებმა უნდა გაეარათ "ტესტირება". ანუ, ზაგურევიჩი მათთან სქესობრივ ურთიერთობას ამყარებდა.

აღსანიშნავია, რომ მისმა ცოლმა ამის შესახებ არა თუ იცოდა, არამედ ყოველ მხრივ ხელს უწყობდა, მით უმეტეს, როდესაც გოგონები ხშირად ასეთ "ტესტირებაზე" უარს ამბობდნენ.

დაკავების შემდეგ მაგურელ ზაგურევიჩი ყველნაირად ცდილობდა ციხე შინაპატიმრობით შეეცვალათ, მაგრამ იასის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა და პოლიტიკოსს კვლავ ციხეში მოუწვეს ყურყუტი.

imageიხილეთ აგრეთვე

0
584
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
584
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0