x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თორმეტი ძირითადი ფერი...(ის რაც ფერების შესახებ უნდა ვიცოდეთ)

ფერის სიმბოლისმი დიდ როლს თამაშობს ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში....ფერის სიმბოლიზმი ცვალებადია დროსა და კულტურაში...image

შავი : შავი ანარქიაა, ქაოსია და წუხილის ფერია...

შავით იმოსებიან როდესაც ვიღაცას ძალიან საყვარელს კარგავენ...

სიმძიმის მიუხედავად შავი ელეგენტურობის, სიძლიერის და დახვეწილობის ფერია..


შავი საქმიან, თავდაჯერებულ და ძლიერ ადამიანებთან ასოცირდება.

დიდი პოპულარობით სარგებლობს მოდის სფეროში..

და დამიჯერეთ არაფერია შავ კაბაში ლამაზ ქალზე უკეთესი სანახავი...

ქალი შავ კაბაში ყოველთვის, ელეგანტური, დახვეწილი და ძლიერია...image

imageimage


თეთრი: სიწმინდის და სტერილურობის ფერი გახლავთ...

სწორედ ამიტომ გამოხატავენ თეთრი ფერით წმინდანებს და ანგელოზებს...

სიწმინდის და სისპეტაკის ფერიაო და სხვადასხა ქვეყნებში პატარძალს მოსავენ თეთრი ფერის კაბით...

თუმცა არის ქვეყნები როცა თეთრი ფერის საამოსი სამგლოვიარო ცერემონიალზე აცვიათ...ერთერთი მათგანი გახლავს ინდოეთი..


image
image
წითელი:აკრძალვის და ამავდროულად სიყვარულის ფერია...

მეცნიერებმა დაადგინეს რომ წითელი ფერის დანახვაზე ადამიანს გული უჩქარდება...ალბათ სწორედ ამის გამო ასოცირდება წითელი ფერი სიყვარულთან...

სიყვარულის პარარელურად წითელი აკრძალვის და გაფრთხილების ფერია...

მეცნიერები იმასაც გვიმტკიცებენ რომ წითელი ფერი აღიზიანებს თვალს და გონებას...ასე რომ ორ სრულიად განსხვავებულ გრძნობას აღძრავს წითელი ფერი ადამიანის გონებაში..

მე კი გისურვებთ რომ წითელი თქვენთვის სიყვარულის ფერი ყოფილიყოს და არა აკრძალვა შეჩერების...

რაც შეეხება ადამიანებს რომლებსაც წითელი ფერი უყვართ არიან მეეამბოხეები...

შეუპოვრები და ძლიერები...

წითელი ფერია რომელიც თანაბრად ასოცირდება კარგთან და ცუდდთან..

წითელი ფერია რომელსაც ადამიანი პირველს აღიქვამს როდესაც დროებითი თავბრუსხვევა ან სიბრმავე გაუვლის..

image


image
imageმწვანე:ბუნების ფერია...



სწორედ ამიტომ მეცნიერები გვირჩევენ რომ შემოვუშვათ ჩვენს ცხოვრებაში მეტი მწვანე ფერი..გააფორმეთ ოთახები მწვანე ფერით რადგანაც აღნიშნული ფერი აწესრიგებს ადამიანის სასუნთქ სისტემას და ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს და ჯანსაღ განწყობას...

ადამიანები რომლებსაც უყვართ მწვანე ფერი ენერგიულები და ერთგულები არიან... (ხოლო რაც შეხება ადამიანებს რომლებსაც მწვანე თვალები აქვთ უყვართ ყველას)

imageimage

ყვითელი: ბედნიერების, ჟრიამულის, სითბოს, სიკეთის, ენერგიულობის, ზაფხულის, და ღიმილის ფერია... ყვითელს ისევე როგორც წითელ ფერს ორი მხარე აქვს...

ყვითელი ფერი წითელის მსგავსად ასოცირდება როგორც სიკეთისთან, მხიარულებასთან, სითბოსთან ასევე ლაჩრობასთან, სიხარბესთან და ტყუილთან..

იაპონიაში ყვითელი ვაჟკაცობათან ასოცირდება...

ზოგიერთ კულტურაში ყვითელი ნიშნავს მშიშარას და მხდალს...

მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ადამიანები რომლებსაც უყვართ ყვითელი ფერი სითბოს და სიყვარულის მატარებლები არიან...

(ყვითელი ჭორის და ღალატის ტყუილის ფერია შესაბამისად ყვითელი პრესა ჭორებზე დაყრდნობილი უპასუხისმგებლო პრესას წარმოადგენს...)


image

imageimageნაცრისფერი:კეთილი თუ ბოროტი?...

შავი და თეთრი ფერის შეერთება...ნაცრისფერს შეუძლია გამოხატოს ელეგანტურობა, სისუფთავე, სტაბილურობა და სინაზე მაგრამ ამავდროულად პესიმიზმთან, სებერესთან, მოწყენილობასთანაც გახლავს დაკავშირებული..

ასე რომ ადამიანები რომლებსაც უყვართ ნაცრისფერი რთულად ამოსაცნობი ადამიანები არიან..თქვენზე გახლავთ დამოკიდებული თუ რომელ ფერს გამხატავენ თეთრს თუ შავს...

imageimageimage

ლურჯი:სტაბილური, ამაღელვებელი და ნდობის აღმძრელი ფერი...

ლურჯი ფერი განსაკუთრებით უყვართ საქმიან ადამიანებს...

ლურჯი ზღვასთან და ცასთან ასოცირდება შესაბამისად სიმშვიდესთან, ერთიანობასთან, ჰარმონიასთან, ძლიერებასთან, დამოუკიდებლობასთან და ნდობასთან..

აგრეთვე ლურჯი ფერის სიგრილესთან და სიცივესთანაც ასოცირდება...

სწორებ ამიტომ გვხდება ლურჯი ფერი საქმიანი და ძლიერი ადამიანების "გარდერობში"...

imageimageimage
ვარდისფერი:იცით თუ არა რომ წითელისგან განსხვაბებით ეს ფერი ამშვიდებს, ადუნებს და თითქმის ენერგიას აცლის ადამიანს...ისევე როგორც წითელი ვარდისფერი სიყვარულის ფერია წითელი ვნებიან სიყვარულს ხოლო ვარდისფერი ნაზ და რომანტიულ სიყვარულს გამოსახავს...

მთელ მსოფლიოში ვარდისფერს აღიარებენ როგორც ქალის ფერს..

(თუმცა მე ერთადერთი ფერია რომელიც არ მიყვარს)

imageimageimage

იასამნისფერი:ფერი რომელიც ყველაზე ნაკლებად პუპულარულია მსოფლიო ქვეყნებში...

თუმცა ირანელებისთვის და ინდოელებისთვის ყველაზე საყვარელი ფერი გახლავთ...

მე თუ მკითხავთ ამ ფერის არსებობა მხოლოდ და მხოლოდ იასამნებისთვის ღირს...image

image

ყავისფერი:ეს გახლავთ თბილი და ნეირტალური ფერი..

ხშირად ყავისფერს აღიქვამენ როგორც მოწყენილ ფერს მაგრამ ეს მოსაზრება მცდარი გახლავთ...

ყავისფერი გამჭრიახობის, სიცოცხლის, მეგობრობის და ჯამრთელობის ფერია...

ადამიანები რომლებსაც ყავისფერი უყვართ არიან ყოველთვის და ყველაფერში ლიდერები, აგრეთვე ძალიან აზარტულებიც..image

imageნარინჯისფერი:ფერი რომელიც ერთდროულად ზაფხულთან და და შემოდგომასთან არის ასოცირებული...imageimage
ცისფერი: ისევე როგორც ლურჯი ასოცირდება ცასთან და ზღვასთან....(ყველაზე ყველაზე იდუმალთან და ამოუცნობთან)

უკიდეგანო სივრცესთან ....

ასევე ცისფერი სიცივერთან ასოცირდება..

მეტს არ გავაგრძელებ თავადაც მიხვდებით თუ როგორები იქნებიან ადამიანები რომელთაც უყვართ "ცის" და "ზღვის" ფერი

imageimage


და ასე ცისფერი კესანების ფონზე გემშვიდობებით...

პ.ს და ბოლოს ვიტყვი რომ სტატია ფერებზე შექმნა გოგონამ რომელიც მიუხედავად იმისა რომ უკვე დიდი გოგოა ჯერ კიდევ ვერ არჩევს ფერებს ..

იმედია ფერებში არ გაიჭედა და არაფერი აურიაა..

იმედია შრომას დამიფასებთ სიყვარულით თქვენი ინტერ-გოგონა

4
196
2-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
196
  
2018, 16 მაისი, 22:52
ანუ არც კარგი ვარ და არც ცუდი?
სადღაც შუაში ვარ
2018, 3 მაისი, 0:34
ხმა ნუ დამცინი :) შენ ამის მერე მეგობარი ხარ?
2018, 3 მაისი, 0:31
შენ ნაცრისფერი გიყვარს და შავი
2018, 3 მაისი, 0:27
შენ და ფერები რომ ვიცი როგორ მეგობრობთ წარმომიდგენია რა წვალებით დაწერდი ამ სტატიას :)
0 1 4