x
თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებული კამპანია ზუგდიდში
image

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირველი მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოწევა აიკრძალება.


თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერი ლაშა გოგია და საქართველოს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია შეურთდნენ და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.


აღნიშნული ღონისძიება საქართველოს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს ინიციატივით განხორციელდა.



image

მწეველები თამბაქოს ვეღარ მოწევენ, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში;საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.


მოწევა ნებადართული იქნება ტაქსისა და კატერში; ფიზიკური პირის სახლში; სამორინეში; წინასწარი დაკავების იზოლატორში; პენიტენციურ დაწესებულებაში; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ


ლაბორატორიულ დანადგარში; სიგარაბარში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შემთხვევაში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას. სტადიონზე, რომელსაც ყავს ადმინისტრაცია.



აღნიშნული აკრძალვის წესების დარღვევის გამო კი პირი სხვადასხვა სანქციით დაჯარიმდება.


შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის, ჯარიმა 500 ლარი.


მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში, სახურავსა და ლიფტში მოწევისთვის ჯარიმა 50 ლარი.



წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით. ფიზიკურ პირი კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევისთვის 50 ლარით დაჯარიმდება.

image

განმეორების შემთხვევაში აღნიშნული ჯარიმები გაორმაგდება.



0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:თემურ კიკალეიშვილი
თემურ კიკალეიშვილი
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0