x
image
Culture Express
15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი ცნობილია
image უმსხვილესი ქართული ონლაინ მონაცემთა ბაზა - "ეროვნული ფილმოგრაფია" ინფორმაციას შეიცავს ქართულ ფილმებსა და კინოინდუსტრიაში მოღვაწე პიროვნებების შესახებ. ბაზაში შესულია 100 წლის მანძილზე ქართველი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი ფილმები და ხორციელდება ბაზის მუდმივი განახლება. საიტი ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.

გთავაზობთ ბაზის მონაცემებით სხვადასხვა დროს გადაღებულ 15 ყველაზე პოპულარულ ქართულ ფილმს:

image


image


ჩამონათვალში ლიდერობს მხატვრული ფილმი დათა თუთაშხია, რომელიც 7 სერიისგან შედგება, კინოფილმი 1978 წელსაა გადაღებული გიგა ლორთქიფანიძის მიერ. ფილმში ქართული კინოს თანავარსკვლავედია წარმოდგენილი, მთავარ როლებს ასრულებენ : ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, გირგოლ წიტაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, გურამ ფირცხალავა და ა.შ

აღნიშნული ფილმის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ფილმოგრაფიის საიტზე 139 901 ადამიანი გაეცნო

image


სოფიკო ჭიაურელი ფილმიდან "დათა თუთაშხია"

image

თენგიზ არჩვაძე და ოთახრ მეღვინეთუხუცესი ფილმიდან "დათა თუთაშხია"

image




image

სიაში მოხვდა 1990 წელს გადაღებული ქართული სატელევიზიო ფილმი "თეთრი ბაირაღები", რომლის რეჟისორიც ასევე გიგა ლორთქიფანიძეა. ფილმი ნოდარ დუმბაძის ნაწაროებების "თეთრი ბაირაღებისა" და "მზიანი ღამის" მიხედვითაა გადაღებული.

ამ ფილმის შესახებ ინფორმაციას საიტზე 75 824 ადამიანი გაეცნო.

რამაზ ჩხიკვაძე ფილმიდან "თეთრი ბაირაღები"

image

გივი ბერიკაშვილი ფილმიდან "თეთრი ბაირაღები"

image



image

რეიტინგში მოწინავე ადგილზეა გიორგი ოვაშვილის 2009 წელს გადაღებული ფილმი "გაღმა ნაპირი". ფილმში მთავარ როლს თედო ბექაური ასრულებს.

image

ფილმს დამსახურებული აქვს მსოფლიოს არაერთ საერთაშორისო ჯილდო. მათ შორისაა: ჟიურის მთავარი პრიზი სიეტლის 35-ე საერთაშიროსო კინოფესტივალზე, საერთაშორისო ჟიურის პრიზი პარიზის მე-7 საერთაშორისო კინოფესიტავლზე და ა.შ

ფილმს საიტზე 72 271 ადამიანი გაეცნო

image




imageფოტო "ციფრული ფოტომატიანე"


ჩამონათვალში მოხვდა გიორგი შენგელაიას ფილმი "სიყვარული ვენახში", რომელიც 1998 წელსაა გადაღებული, ფილმი დიდ ეკრანზე 2000 წელს გამოვიდა.

image

კინოფილმი პირველ ქართულ ეროტიკულ ფილმადაა მიჩნეული, ფილმი იტალიური ეროტიკის ტინტობრასეულ სტილშია გადაღებული. მთავარ როლებს ია ფარულავა და ზაზა პაპუაშვილი ასრულებენ.

აღნიშნულ ფილმს საიტზე 71 732 ადამიანი გაეცნო

ია ფარულავა და ზაზა პაპუაშვილი ფილმიდან "სიყვარული ვენახში"

image

ია ფარულავა და გერმანელი მსახიობი სელენა ვიეჩორეკი ფილმიდან "სიყვარული ვენახში"

image




image

რეიტინგში მოხვდა 1992 წელს თემურ ბაბლუანის მიერ გადაღებული ფილმი " უძინართა მზე". საკულტო ფილმში მთავარ როლებს დავით კაზიშვილი, ელგუჯა ბურდული, ლია ბაბლუანი ასრულებენ.

image

ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1992 წელს.

ფილმს საიტზე 72 220 ადამიანი გაეცნო.

image




ჩამონათვალში მოხვდა ზაზა მერაბიშვილის 2007 წლის ფილმი "ქურდი", რომელსაც 59 998 ადამიანი გაეცნო. რეიტინგში ასევე მოხვდა ერეკლე ბადურაშვილის "კიდევ ერთი ქართული ისტორია", სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ნანიკო ხაზარაძე ასრულებს.

კადრი ფილმიდან "კიდევ ერთი ქართული ისტორია"

image

~



image

აღნიშნულ ჩამონათვალში მოხვდა ლევან თუთბერიძის 2005 წელს გადაღებული ფილმი "გასეირნება ყარაბახში", სადაც მთავარ როლს ლევან დობორჯგინიძე, მიშა მესხი და ნუცა კუხიანიძე ასრულებენ.

ფილმს საიტზე 53 732 ადამიანი გაეცნო

მიშა მესხი ფილმიდან "გასეირნება ყარაბახში"

image

ჩამონათვალში ასევე მოხვდა სოსო ჯაჭვლიანის ორი ფილმი: "სვანი" და "მაიტა ნასოსი", ზაზა კოლელიშვილის მხატვრული ფილმი "გარიგება", ზაზა ურუშაძის "სამი სახლი", ლევანა კოღიაშვილის "ქუჩის დღეები", ნანა ჯორჯაძის "ზაფხული, ანი 27 დაკარგული კოცნა" და ფილმი"აბეზარა"

ნატო მურვანიძე ფილმიდან "სამი სახლი"

image



0
1156
4-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0